შემდეგი
16 იან - 24 იან
შშმ პირთა პერსონალური ასისტენტი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ააიპ „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი“ აცხადებს მოწვევას ტრენინგზე შშმ პირთა პერსონალური ასისტენტი
გამოქვეყნდა: 15/01/2025
ბოლო ვადა: 24/01/2025
შიდა ქართლის რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი“, პროექტის - „დასაქმდი ჩვენი ხელშეწყობით!“ ფარგლებში აწყობს ტრენინგს ახალგაზრდებისათვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის პროფესიის დასაუფლებლად. პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერითა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK Aid-ის ფინანსური დახმარებით.
ტრენინგი მოიცავს როგორც თეორიას, ისე პრაქტიკასაც და ჩატარდება 2025 წლის 10 თებერვლიდან 5 მარტამდე პერიოდში „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის“ ოფისში (მის.: ქ. გორი, თარხნიშვილის ქ. #20ა). თეორიული ნაწილის დროს მონაწილეები უზრუნველყოფილნი იქნებიან სამჯერადი კვებით, ასევე, - სატრანსპორტო თანხით, სრული კურსის განმავლობაში. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ შესაბამის სერთიფიკატს. ტრენინგში მონაწილეობა უფასოა.
ტრენინგი განკუთვნილია გორის, ქარელის ან კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 20-დან 35 წლამდე ასაკის ქალებისა და მამაკაცებისთვის.
მონაწილეთა შერჩევა მოხდება მათი ფიზიკური შესაძლებლობისა და მოტივაციის გათვალისწინებით. უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც გააჩნია შეზღუდული შესაძლებლობის სფეროში მუშაობის გამოცდილება. სულ შეირჩევა 20 მონაწილე (10 - გორიდან, 5 - ქარელიდან და 5 - კასპიდან). მათ შორის 4 - ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი (2 - გორიდან, ხოლო თითო-თითო - ქარელიდან და კასპიდან).
განაცხადების წარდგენის პროცედურა: ტრენინგში მონაწილეობის მსურველმა პირებმა უნდა შეავსონ რეგისტრაციის ფორმა
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 24/01/2025. შერჩეულ კანდიდატებს ორგანიზაცია დაუკავშირდება 2025 წლის 27-31 იანვრის პერიოდში.
ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ:
ააიპ „კეთილდღეობისა და განვითრების ცენტრი“ დაარსდა 2001 წელს და წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებადაცვით ორგანიზაციას. ცენტრის მიზანია ხელი შეუწყოს შშმ პირთა რეაბილიტაციას და შექმნას მათთვის განათლებისა და დასაქმების შესაძლებლობები, ასევე, განახორციელოს შშმ პირთა სამოქალაქო უფლებების ადვოკატირება. ზემოხსენებული მიზნით, ორგანიზაცია ოპერირებას უწევს რეგიონში მოქმედ შშმ ბავშვთა და ზრდასრულთა 3 დღის ცენტრსა და 3 სოცსაწარმოს, ასევე, სამოქალაქო აქტივობის, ბავშვთა რეაბილიტაცია-აბილიტაციის, ბავშვთა ადრეული
განვითარების ცენტრებს, ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს, ატარებს ტრენინგებს, კვლევებსა და ცნობიერების ასამაღლებელ აქტივობებს.
ადმინისტრაცია
პირადი ასისტენტი
ნახვები 16
უნიკალური ნახვები 16