22 იან - 20 თებ
კომი შეფი
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, გუდაური
  • სრული განაკვეთი
  • გამოცდილება აუცილებელია
ვაკანსიაზე გამოხმაურება
Marco Polo Hotel Gudauri 1988 წელს აშენებული ისტორიული სასტუმროა, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა გუდაურის, როგორც სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარებაში.
123-ნომრიანი სასტუმრო ფუნქციონირებს სრული წლის მანძილზე და დამატებით მოიცავს სამ მაღალი კატეგორიის შალეს. Marco Polo Hotel Gudauri-ში განთავსებულია რესტორანი „სოლიკო“, ლობი და ლაუნჯ ბარები, SPA-ცენტრი საუნებითა და დახურული აუზით, ასევე პადელის ღია და დახურული კორტები. სასტუმროში ასევე ხელმისაწვდომია გასართობი ზონა ბოულინგით, რომელიც რეგიონში ერთადერთია.

Marco Polo Hotel Gudauri აცხადებს კომი შეფის (commis chef) ვაკანსიას.
სამუშაო ადგილი: გუდაური, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი (კომპანიის მხრიდან უზრუნველყოფილია განთავსება, კვება და ჯანმრთელობის დაზღვევა)
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული, კვირაში 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე

ფუნქცია-მოვალეობები:
  • ობიექტის მენიუებში არსებული კერძების მომზადება მაღალი სტანდარტებისა და ხარისხის გათვალისწინებით, კომპანიაში არსებული სტანდარტული საოპერაციო პროცედურებისა და შრომის შინაგანაწესის დაცვით
  • სამზარეულოში დანერგილი სტანდარტების (მათ შორის HACCP) დაცვა
  • ჰიგიენის, სისუფთავისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა/კონტროლი სამზარეულოს ტერიტორიაზე, სამუშაო სივრცეების მუდმივი სისუფთავის შენარჩუნება
  • საკვები პროდუქტების გემოვნური თვისებების კონტროლი, შეფ მზარეულის მიერ დადგენილი სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, მაღალი ხარისხის, გემოს, ტემპერატურის, პრეზენტაბელურობის მუდმივი მონიტორინგი
  • სამზარეულოს ინვენტარის ზედამხედველობა
  • დანაკარგების მინიმიზაცია, მარაგების, პორციებისა და „მიზან-პლასის“ კონტროლი, წინასწარი მომარაგების უზრუნველყოფა
  • საკვების დასაწყობებისა და შენახვის პირობების მონიტორინგი, პროცესების მართვა სტანდარტების შესაბამისად
  • სამზარეულოს დასუფთავების პროცესებში ჩართულობა, საჭიროებისამებრ
  • თანამშრომელთა დახმარება სამზარეულოსა და ობიექტის გამართულად მუშაობისთვის საჭირო აქტივობებში (მათ შორის შესყიდული პროდუქციის პირადად მიღება, შიდა/გარე სივრცეების მოწესრიგება)

მოთხოვნები და უნარები:
  • პასუხისმგებლიანობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • ორგანიზებულობა, დისციპლინურობა
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარები
  • დეტალებსა და შედეგების გაუმჯობესებაზე ორიენტირებულობა
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: hr@mphospitality.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, Marco Polo Group Hospitality-მ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
სასტუმრო/რესტორანი/კვება
შეფ-მზარეული
ნახვები 39
უნიკალური ნახვები 39