30 იან - 28 თებ
დღის რეგისტრატორი
თბილისი, დიდუბე, კოსმონავტების სანაპირო
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
საუნივერსიტეტო კლინიკა ,, სს გლობალმედი“ აცხადებს ვაკანსიას დღის რეგისტრატორების პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი, კოსმონავტების ქუჩა №45ა

ძირითადი მოვალეობები:
  • პაციენტის შესაბამის პროგრამაში რეგისტრაცია;
  • პაციენტის ბარათის გახსნა და რედაქტირება ინფორმაციის შევსება წინასწარ განსაზღვრული წესის შესაბამისად;
  • დარეგისტრირებული პაციენტის შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართება;
  • პაციენტის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის არქონის შემთხვევაში, ინფორმაციის მოძიება/გადამოწმება და შესაბამისად მიწოდება;
  • მომსახურების დროს შეფერხების არსებობის შემთხვევაში პაციენტებისათვის ინფორმაციის მიწოდება;
  • სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობები უშუალო უფროსისა და ჰოსპიტლის მენეჯერის დავალების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება.
  • უპირატესობა მიენიჭებათ კლინიკაში მუშაობის გამოცდილებას.
  • საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;ორიენტირებულობა;
  • დისციპლინის, წესებისა და პროცედურების დაცვა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ოპერატიულობა და მობილიზებულობა;
  • ინფორმაციის ანალიზის და გადაცემის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნეთ რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: hr@globalmed.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება “დღის რეგისტრატორი“ რეზიუმის

გისურვებთ წარმატებას!

სამედიცინო
რეგისტრატურა
ნახვები 18
უნიკალური ნახვები 18