13 თებ - 14 მარ
ტენდერი ქოლ-ცენტრის პროგრამის შესყიდვაზე
თბილისი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
შპს „ავერსის კლინიკა“ აცხადებს ტენდერს ქოლ-ცენტრის პროგრამის შესყიდვაზე

ტექ. დახასიათება მოცემულია დანართში #1-ში.
აფიდავიტი მოცემულია დანართში #2;
ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ პირთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი მოცემულია დანართში №3;

დაინტერესებულმა კანდიდატმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:
  • ინფორმაცია კომპანიის შესახებ, კომპანიის დაარსების წელი, მისი საქმიანობის სფერო;
  • ღირებულება* (ღირებულება მითითებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით);
  • ღირებულების გადახდის პირობა;
  • მიწოდების ვადა;

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში, ავანსის შემთხვევაში, მოეთხოვება წარადგინოს შემსყიდველისათვის მისაღები ბანკიდან/სადაზღვევო კომპანიიდან გარანტიის წარმოდგენა – საავანსო თანხის ღირებულების ოდენობით.

ტენდერში მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონული სისტემის eTenders.ge–ს საშუალებით, 2025 წლის 28 თებერვალს, 15:00 სთ–მდე უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
  • პრეტენდენტის რეკვიზიტები: კომპანიის საიდენტიფიკაციო ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, საბანკო რეკვიზიტები;
  • ხელმოწერილი აფიდავიტი დანართის №2 სახით;
  • ინფორმაცია პრეტენდენტის მიერ შესრულებული ანალოგიური პროექტების შესახებ;
  • ანალოგიურ პროექტებზე, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გაცემული სარეკომენდაციო წერილები (მინიმუმ 2 შემსყიდველის მიერ გაცემული);
  • წარმოდგენილი დოკუმენტაცია ხელმოწერილ უნდა იქნას პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ.

პრეტედენტს, მყიდველის მოთხოვნით შესაძლებელია დამატებით მოეთხოვოს შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან პირის რეგისტრაციის შესახებ (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 დღე);
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 დღე);
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 7 დღე);
  • საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა (დადასტურებული სველი ბეჭდით და ხელმოწერით) კომპანიის რეკვიზიტების შესახებ;
  • შენიშვნა: პრეტენდენტს, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული შპს „ავერსის კლინიკა“–ს მიერ ბოლო 2 თვის განმავლობაში ჩატარებულ ტენდერში და წარმოდგენილი აქვს ზემოაღნიშნული საბუთები, არ ევალება მოცემულ ტენდერში მონაწილეობისათვის დამატებით წარმოადგინოს მითითებული დოკუმენტაცია, გარდა პრეტენდენტის მიერ მიწოდებული ანალოგიური საქონლის სიის, არანაკლებ ორი შემსყიდველი პირის რეკომენდაციისა, აფიდავიტისა, დანართის #1. წინამდებარე გამონაკლისი არ ვრცელდება იმ პრეტენდენტზე, რომლის მონაცემებშიც შევიდა ცვლილება მითითებული პერიოდის განმავლობაში.
მყიდველის მოთხოვნით, ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე, პრეტენდენტებს ასევე შესაძლებელია მოეთხოვოთ სხვა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა.
სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.

შენიშვნა: ტენდერი ტარდება "1 კონვერტის პრინციპით", რომელიც არ ითვალისწინებს ვაჭრობის ეტაპს1. შესაბამისად, პრეტედენტ(ებ)ის მიერ სატენდერო განცხადებაში უნდა მიეთითოს მათ მიერ მოწოდებული საქონლის საბოლოო ღირებულება.
წინამდებარე ტენდერის საფუძველზე პრეტედენტ(ებ)ის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განხილულ იქნება მხოლოდ წინამდებარე ტენდერის ფარგლებში. ამასთან, წინამდებარე სატენდერო განცხადების საფუძველზე პრეტედენტ(ებ)ის მიერ სატენდერო წინადადების (შესაბამისი დოკუმენტაციისა და მათ შორის პერსონალური მონაცემების) წარმოდგენა ადასტურებს პრეტედენტ(ებ)ის თანხმობას აღნიშნული პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირებს:
გურამ ნაჭყებია
„ავერსის კლინიკა“-ს ორგანიზაციული განვითარების ხელმძღვანელი ტელ: 5 77 27 47 57
ელ.ფოსტა: guram.nachkebia@aversi.ge;
ანი მამუჩიშვილი
„ავერსის კლინიკა“-ს შესყიდვების სამსახურის უფროსი ტელ: 5 77 21 77 99
ელ.ფოსტა: ani.mamuchishvili@aversi.ge

1 ერთი კონვერტის პრინციპის ჩატარების წესებისათვის იხილეთ http://etenders.ge/Page/Instructions

ტენდერი/კონკურსი
ტენდერი
ნახვები 39
უნიკალური ნახვები 39
მსგავსი განცხადებები