შემდეგი
25 მარ - 23 აპრ
დღის და ღამის ქოლ-ცენტრის ოპერატორი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- 600
- ბაკალავრი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@balneo.ge
თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი ეძებს დღის და ღამის ქოლ-ცენტრის ოპერატორს
დღის ქოლ-ცენტრის ოპერატორი: ორშაბათიდან პარასკევის ჩთ. / 10:00 - დან 16:00 - ის ჩთ.
საღამოს ქოლ-ცენტრის ოპერატორი: ორშაბათიდან პარასკევის ჩთ. / 16:00 - დან 22:00 - ის ჩთ.
სტაჟირების პერიოდი: 2 კვირა
ანაზღაურება: 600 ლარი [ხელზე ასაღები]
ძირითადი მოვალეობები:
- შემოსული ზარის ანალიზი და შესაბამისი დახმარების გაწევა მომხმარებლისთვის;
- შემოსული ზარის იდენტიფიცირება და გადამისამართება;
- მონაცემთა ბაზაში პაციენტის რეგისტრაცია / ელექტრონული სამედიცინო ბარათის შევსება;
- შემოსულ ზარებზე დროული და სრულყოფილი რეაგირება;
- მიღებული ინფორმაციის ელექტრონული აღრიცხვა;
- სხვადასხვა გამავალი ზარების წარმოება, ინფორმაციისა და შეთავაზების ეფექტური მიწოდება;
- შემოსული ზარების ბაზაში ასახვა;
- ზარების რეპორტების წარმოება მოთხოვნის შემთხვევაში;
- თანამდებობრივი ინსტრუქციისა და სამუშაო გრაფიკის ზედმიწევნით დაცვა;
- საჭიროების შემთხვევაში გამავალი ზარების განხორციელება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება / სტუდენტი;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
დამატებითი მოთხოვნები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- მიუღებული ინფორმაციის ადვილად გააზრებისა და გაანალიზების უნარი;
- ორგანიზებული;
- კონფლიქტური სიტუაციის მართვის უნარით;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@balneo.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება . თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
ადმინისტრაცია
ქოლ ცენტრის ოპერატორი
ნახვები 69
უნიკალური ნახვები 67