25 მარ - 24 აპრ
ექთნის დამხმარე
თბილისი, საბურთალო, ვაჟა-ფშაველას გამზ.
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილების გარეშე
ვაკანსიაზე გამოხმაურება
შპს „აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა” აცხადებს ვაკანსიას პალიატური მზრუნველობის ცენტრის ექთნის დამხმარის პოზიციაზე,

მორიგეობის გრაფიკი-16 სთ/24 სთ
ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #29;

ფუნქციები:
ძირითადი მოვალეობები:
  • პაციენტის მონიტორის (ფლაგებით), სამანუპულაციო მაგიდების დამუშავება 24 საათში ერთხელ და საჭიროებისამებრ.
  • სამედიცინო იარაღების, მქაჩი ქილების, ამბუს, პორტატული სასუნთქი აპარატის კონტურის, ბიოლოგიური მასალების მიმღები საშუალებების დეზინფექცია და გადატანა სასტერილიზაციოში ;
  • მონაწილეობას მიღება: პაციენტის აქტივაციაში, ჰიგიენაში, მოვლაში, კვებაში, შარდის ჩამოღვრაში.
  • აკონტროლებს სადეზინფექციო ხსნარის ვარგისიანობას.
  • სამუშაო საათებში არ ტოვებს განყოფილებას, საჭიროების შენთხვევაში აცნობებს მორიგე ექთანს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სავალდებულოა კანდიდატმა წარმოადგინოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი(სამედიცინო მიმართულებით) ან ცნობა სასწავლო დაწესებულებიდან.

პიროვნული თვისებები:
  • დისციპლინირებული, პასუხისმგებლიანი, შრომისმოყვარე, კეთილსინდისიერი, გუნდური პრინციპით მომუშავე.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და სასწავლებლიდან შესაბამისი ცნობა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@respublikuri.ge

სათაურის ველში, გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის და განყოფილების დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს „აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკამ“ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

სამედიცინო
მედდა
ნახვები 18
უნიკალური ნახვები 16
მსგავსი განცხადებები