შემდეგი
03 აპრ - 10 აპრ
აგრო ექსპერტის/აგრონომი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@aldagi.ge
სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას აგრო ექსპერტის/აგრონომის პოზიციაზე.
აგრო ექსპერტის/აგრონომის პოზიცია არ არის მუდმივი, გულისხმობს საჭიროების მიხედვით გარკვეული დღეების განმავლობაში მუშაობას - რეგიონებში მივლინებაში წასვლას და გათვალისწინებულია შესაბამისი დღიური ანაზღაურება. კანდიდატებს შეუძლიათ ამ პოზიციის შეთავსება სხვა, მუდმივ სამსახურთან.
ძირითადი მოვალეობები:
- აგრო ზარალების შეფასება: ველზე გასვლა ზარალის შეფასების მიზნით და დასკვნის მომზადება;
- დაზიანებული სასოფლო სამეურნეო კულტურების შეფასება: რისკის გამომწვევი მიზეზის იდენტიფიცირება, გარკვეულ პარამეტრებზე დაყრდნობით ზიანის დადგენა;
- ზარალების შეფასების პროცესში კლიენტებისთვის კონსულტაციის გაწევა ზარალის რეგულირების შესახებ.
აუცილებელი მოთხოვნები:
- უმაღლესი აგრარული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი);
- აუცილებელია საქართველოში გავრცელებულ სასოფლო სამეურნეო კულტურების ცოდნა;
- აუცილებელია პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება აგრარულ სფეროში.
პიროვნული უნარები:
- ანალიტიკური აზროვნება
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
- მოლაპარაკების წარმოების უნარი
- ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2025 წლის 10 აპრილის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - აგრო ექსპერტი/აგრონომი
სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.
დაზღვევა
დაზღვევა (ზოგადი)
ნახვები 14
უნიკალური ნახვები 14