26 ივნ - 26 ივლ
სტანდარტი
ტრენერი საქართველოში სახერხი საამქროების მარეგულირებელი ჩარჩოსა და ზოგადი პოლიტიკის მიმართულებით
ახმეტის მუნიციპალიტეტი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
თიანეთის მუნიციპალიტეტი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 5 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: info.georgia@sparkassenstiftung.de
პოზიციის დასახელება: ტრენერი საქართველოში სახერხი საამქროების მარეგულირებელი ჩარჩოსა და ზოგადი პოლიტიკის მიმართულებით
დამსაქმებელი: გერმანული ფონდი შპარკასე (DSIK)
პროექტი: მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების მხარდაჭერა ტყის მდგრადი მართვისთვის
დაწყების პერიოდი: 2024 წლის აგვისტო
პროექტის ხანგრძლივობა: 2024 წლის თებერვალი - 2025 წლის იანვარი
კონტრაქტის ტიპი: მოკლევადიანი პოზიცია
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 12 ივლისი
გერმანული ფონდი შპარკასე (DSIK) ეძებს გამოცდილ ტრენერს ტრენერი საქართველოში სახერხი საამქროების მარეგულირებელი ჩარჩოსა და ზოგადი პოლიტიკის მიმართულებით (0.5 დღე).
პროექტის შესახებ:
ტყის მდგრადი მართვის ჩარჩოს განხორციელების მხარდასაჭერად და სახერხი საამქროების გამძლეობისა და ადაპტაციის გასაზრდელად, DSIK განახორციელებს ორ-მოდულიან ტრენინგს, რომელიც სპეციალურად შექმნილია და მორგებულია სამიზნე რეგიონების სახერხი საამქროებისთვის.
გამოცხადებული პოზიცია არის ორ-მოდულიანი სატრენინგო კურსის ნაწილი, რომელიც შედგება შემდეგი თემებისგან:
დამსაქმებელი: გერმანული ფონდი შპარკასე (DSIK)
პროექტი: მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების მხარდაჭერა ტყის მდგრადი მართვისთვის
დაწყების პერიოდი: 2024 წლის აგვისტო
პროექტის ხანგრძლივობა: 2024 წლის თებერვალი - 2025 წლის იანვარი
კონტრაქტის ტიპი: მოკლევადიანი პოზიცია
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 12 ივლისი
გერმანული ფონდი შპარკასე (DSIK) ეძებს გამოცდილ ტრენერს ტრენერი საქართველოში სახერხი საამქროების მარეგულირებელი ჩარჩოსა და ზოგადი პოლიტიკის მიმართულებით (0.5 დღე).
პროექტის შესახებ:
ტყის მდგრადი მართვის ჩარჩოს განხორციელების მხარდასაჭერად და სახერხი საამქროების გამძლეობისა და ადაპტაციის გასაზრდელად, DSIK განახორციელებს ორ-მოდულიან ტრენინგს, რომელიც სპეციალურად შექმნილია და მორგებულია სამიზნე რეგიონების სახერხი საამქროებისთვის.
გამოცხადებული პოზიცია არის ორ-მოდულიანი სატრენინგო კურსის ნაწილი, რომელიც შედგება შემდეგი თემებისგან:
- სახერხი საამქროების მარეგულირებელი ჩარჩო და ზოგადი პოლიტიკა საქართველო
- სახერხი საამქროების მდგრადობა
- სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღება სახერხი საამქროებისთვის
- ბიზნესის განვითარებისა და გაფართოების შესაძლებლობები (მ.შ. პროდუქტის გამრავალფეროვნებისა და სხვა ქვე-პროდუქტების (ნახერხის მტვერი, ხის ნარჩენები) გამოყენების ჩათვლით)
- ფინანსური მართვა და გადასახადები
- ბიზნეს გეგმის წერის უნარები
- ფინანსებზე ხელმისაწვდომობა
- პროდუქტის გაუმჯობესება და ხარისხის კონტროლი (მ.შ. ხე-ტყის გაშრობა, ეფექტური ჭრის ტექნოლოგია, შენახვა, მარკეტინგი, შეფუთვა და გაყიდვები).
- ნედლეულის ეფექტური წყაროების მოძიება ((ხის და სხვა საჭირო რესურსების მოძიება მომწოდებლებთან მოლაპარაკების უნარების ჩათვლით)
- რეკრუტირება და თანამშრომლების უნარების გაუმჯობესების შესაძლებლობები
- გაყიდვები, მარკეტინგი, ელექტრონული კომერცია და ბრენდინგი
- საექსპორტო ბაზრები და პროცედურები
- შემოსავლის ალტერნატიული წყაროები
- ბიზნესის შერწყმა და შესყიდვა
- ბიზნეს მიმართულების ცვლილება
- ცვლილებების მენეჯმენტი
ორ-მოდულიანი სატრენინგო კურსის საერთო ხანგრძლივობა შეადგენს დაახლოებით 10 დღეს. თითოეული თემის ხანგრძლივობა განსხვავებულია და შეთანხმებული იქნება პროექტის გუნდთან.
პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებია:
კახეთის რეგიონი - ახმეტა, ყვარელი, თელავი და დედოფლისწყარო
გურიის რეგიონი - ჩოხატაური, ოზურგეთი და ლანჩხუთი
მცხეთა-მთიანეთის რეგიონი - თიანეთი
სამუშაოს აღწერა:
ტრენინგმა უნდა დაფაროს ისეთი თემები, როგორებიცაა:
- მიმდინარე რეგულაციების მიმოხილვა: დადგენილებები და გარემოს დაცვითი მოთხოვნები, რომლებიც გავლენას ახდენენ სახერხ საამქროებზე; ბოლო ცვლილებები და მომავალი საკანონმდებლო განახლებები
- დოკუმენტაცია და მოხსენება: ჩანაწერების მომზადება; მარეგულირებელი სააგენტოების ანგარიშგების პროცედურები
ტრენინგის მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობა 15-დან 30-მდე იქნება, რაც დამოკიდებულია ტრენინგის მოდულისთვის შერჩეული სახერხი საამქროების რაოდენობაზე;
ტრენინგის ხანგრძლივობაა 0.5 სამუშაო დღე;
ტრენინგის ადგილი და თარიღი განისაზღვრება პროექტის გუნდთან წინასწარი კონსულტაციებით. ტრენინგები სავარაუდოდ, ჩატარდება 2024 წლის აგვისტო-სექტემბერში;
საჭიროების შემთხვევაში, შერჩეული ტრენერისთვის უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტირება და განთავსება
პასუხისმგებლობები:
- ტრენინგის შინაარსის მომზადება და მორგება ბენეფიციარების საჭიროებებზე, მათი ინტერესის/საქმიანის, ზომის, გამოცდილების გათვალისწინებით.
- ბენეფიციარებთან კომპლექსური ცნებების მარტივად ახსნის უნარი ეფექტური სატრენინგო მასალისა და კომუნიკაციის გზით.
- გუნდში ეფექტურად მუშაობის, პროექტის პარტნიორებთან და დაინტერესებულ მხარეებთან კოორდინაციის უნარი.
კვალიფიკაცია:
- ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი სატყეო მეურნეობაში, გარემოსდაცვით მეცნიერებაში, ბიზნესის ადმინისტრირებაში, ეკონომიკაში ან მასთან დაკავშირებულ სფეროში.
- მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება სატყეო მეურნეობაში, სახერხი საამქროში ან მასთან დაკავშირებულ ინდუსტრიებში ტრენინგში ან კონსულტირებაში.
- სატყეო სექტორის, ღირებულების ჯაჭვების, სახერხი საამქროს ბაზრის დარგობრივი მახასიათებლების ცოდნა.
- კომუნიკაციის შესანიშნავი უნარები, მრავალფეროვან დაინტერესებულ მხარეებთან ეფექტური ურთიერთობის და კომპლექსური ინფორმაციის მკაფიოდ და ლაკონურად წარმოდგენის უნარით.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეს არის მოკლევადიანი, კონტრაქტის ფარგლებში ადგილზე განსახორციელებელი პოზიცია.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info.georgia@sparkassenstiftung.de
გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
მეცნიერება/განათლება
ტრენერი
ნახვები 63
უნიკალური ნახვები 62