03 ივლ - 15 ივლ
სადაზღვევო შემთხვევების მომსახურების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია
  • მართვის მოწმობაB
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას სადაზღვევო შემთხვევების მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე, ქონებრივი სადაზღვევო შემთხვევების მომსახურების განყოფილებაში.
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის 20
სამუშაო განრიგი: 10:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი)

ძირითადი მოვალეობები:
  • ქონებრივი სადაზღვევო შემთხვევის შესახებ ქოლ ცენტრიდან შეტყობინების მიღება;
  • კლიენტთან დაკავშირება ინფორმაციის მიღების მიზნით და საჭიროებისამებრ, შემთხვევის ადგილზე გასვლა;
  • საქართველოს მასშტაბით მივლინებებში სიარული, ქონებრივი ზარალების შეფასების პროცესის წარმართვა და ადმინისტრირება;
  • ქონებრივი შემთხვევის პირველადი შეფასების შემდეგ გადაწყვეტილების მიღება ექსპერტის ჩართვის საჭიროებაზე;
  • დასარეგულირებელი ქონებრივი ზარალისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის კლიენტისგან მოთხოვნა, შეგროვება და შესაბამისი განყოფილებისთვის გადაცემა;
  • არასრული დოკუმენტაციის (ან პრობლემური შემთხვევისას) არსებობისას დოკუმენტაციის მოძიება;
  • კლიენტისთვის კომპანიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიწოდება, ზარალის აქტის გაცნობა და ხელმოწერის უზრუნველყოფა.

აუცილებელი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან ტექნიკური მიმართულებით;
  • აუცილებელია სამუშაო გამოცდილება კლიენტთა მომსახურების სფროში;
  • სასურველია სადაზღვევო სფეროში მსგავ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება;
  • აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა და მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილის მართვის გამოცდილება.

პიროვნული უნარები:
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  • აქტიური მოსმენის უნარი;
  • კონფლიქტური სიტუაციის მართვის უნარი;
  • პრინციპული;
  • აზროვნების სისხარტე;
  • ორგანიზებული ;
  • ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
  • კეთილგანწყობილი, თავაზიანი.

გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2024 წლის 14 ივლისის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - სადაზღვევო შემთხვევების მომსახურების უმცროსი მენეჯერი

სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.
დაზღვევა
დაზღვევა (ზოგადი)
ნახვები 14
უნიკალური ნახვები 14