04 ივლ - 12 ივლ
პრიმო მენეჯერის ასისტენტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას პრიმო მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე, პრიმო მომხმარებლების მომსახურების სამსახურში.

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 66ა (სათავო ოფისი)
სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი (10:00 – 18:00)

ძირითადი მოვალეობები:
  • პრიმო მენეჯერის ასისტირება პრიმო პორტფელის შექმნა/ მართვის პროცესში;
  • პრიმო მენეჯერის მხარდაჭერა პრიმო კლიენტების მაღალი ხარისხით მომსახურების პროცესში;
  • პრიმო მენეჯერის დავალებების ზუსტი და დროული შესრულება;
  • კლიენტთან გასაგზავნი სადაზღვევო დოკუმენტაციის მოწესრიგება და გაგზავნის უზრუნველყოფა;
  • დოკუმენტაციის მართვა;
  • საჭიროების შემთხვევაში, კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კომუნიკაცია;
  • ტექნიკური საკითხების კურირება.

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • დოკუმენტაციასთან მუშაობის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება.

პიროვნული უნარები:
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • სწრაფად ათვისების უნარი;
  • გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • კომუნიკაბელური;
  • პუნქტუალური.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი CV 2024 წლის 11 ივლისი ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - პრიმო მენეჯერის ასისტენტი

სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.

დაზღვევა
დაზღვევა (ზოგადი)
ნახვები 25
უნიკალური ნახვები 21