16 სექ - 26 სექ
ტენდერი-ღია ტენდერი ნატურალური ქვის სამკაულების მასალის შესასყიდად
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 599 72 89 25
ღია ტენდერი ნატურალური ქვის სამკაულების მასალის შესასყიდად

ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ პროექტის "ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა" ფარგლებში, ღია ტენდერი ნატურალური ქვის სამკაულების მასალის შეძენის მიზნით იწვევს იურიდიულ პირებს ღია ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ:
  • SOS Children’s Villages Inetrnational წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 118 ქვეყანაში ჰყავს წევრი ორგანიზაცია ეროვნული ასოციაციების სახით. ასოციაცია “საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ მოქმედებს საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებისა და პრინციპების შესაბამისად და ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში 1989 წლიდან საქმიანობს საქართველოში.
ინფორმაცია პროექტის შესახებ:
  • ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა (BMZ) და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - "ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა" მიზანია, სამიზნე ჯგუფის ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა ადგილობრივ შრომის ბაზარზე და მათ დასაქმებასა და თვითდასაქმებაში დახმარება.
მომსახურების მიზანი:
  • ქ. თბილისში პროექტში "ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა" ფარგლებში სამეწარმეო საქმიანობაში ჩართლი ახალგაზრდისთვის ნატურალური ქვის სამკაულების მასალით უზრუნველყოფა.
  • შესაძენი ნატურალური ქვის სამკაულების მასალის ჩამონათვალი იხილეთ განაცხადის დანართში.

ტექნიკური განაცხადი:
  • დაინტერესებულმა იურიდიულმა პირმა უნდა წარმოადგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი დოკუმენტები:

ტენდერში მონაწილე იურიდიული პირის რეკვიზიტები: მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები, საჯარო რეესტრის ამონაწერი;
შემოთავაზებული პროდუქციის მოწოდების პერიოდი;
ფასის განაცხადი (ერთეული და ჯამში) ეროვნულ ვალუტაში მოცემული პროდუქციის მიხედვით დ.ღ.გ.-ს გარეშე.

თანხის გადახდის პირობები:
  • მომსახურების საფასურის გადახდა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, კონკრეტული მომსახურების გაწევის შესახებ ფინანური დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ (ინვოისი, ანგარიშფაქტურა, მიღება-ჩაბარების აქტი შესრულებული სამუშაოების შესაბამისად) არაუგვიანეს 10 დღისა.

წინადადებები შეფასდება შემდები კრიტერიუმების გათვალისწინებით:
  • მოწოდებული დოკუმენტაცია - 10%
  • შემოთავაზებული პროდუქციის ხარისხი - 45%
  • შემოთავაზებული პროდუქციის ფასი - 45%

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ შესაბამისი დოკუმენტაცია შემდეგ ელ-ფოსტაზე: contact@sos-kd.ge. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ,,ნატურალური ქვები და სამკაულის აქსესუარები“. დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით პროექტის მენეჯერს ნინო ნუცუბიძეს nino.nutsubidze@sos-kd.ge ან დაუკავშირდით ნომერზე +995 599 72 89 25;

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2024 წლის 26 სექტემბერი, 18:00 საათი.
ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ დაუკავშირდება მხოლოდ იმ კომპანიებს რომლებიც აკმაყოფილებენ სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
მომსახურების გაწევის ფასი არის კონფიდენციალური.
ტენდერი/კონკურსი
ტენდერი
ნახვები 7
უნიკალური ნახვები 7