16 ოქტ - დღეს
სტანდარტი
სააღრიცხვო სპეციალისტი
თბილისი, დიღმის მასივი, ბელიაშვილის ქ.
- სრული განაკვეთი
- 1250
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: contact@amts.ge
კომპანია AMTS (მოწინავე სამედიცინო ტექნოლოგიები და სერვისი) არის საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანია სამედიცინო აპარატურისა და სახარჯი მასალების გაყიდვის, აგრეთვე, სამედიცინო აპარატურის ტექნიკური მომსახურების სფეროში.
კომპანია AMTS აცხადებს ვაკანსიას სააღრიცხვო სპეციალისტის თანამდებობაზე.
მდებარეობა: თბილისი, ბელიაშვილის ქ. 83.
კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში მინიმალური სახელფასო განაკვეთი შეადგენს 1250,00 ლარს თვეში (დარიცხული), რაც დამოკიდებული იქნება კანდიდატის კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე.
მოვალეობები:
- სერვის სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების/მიწოდებული საქონლის აღრიცხვა ბუღალტრულად და პროგრამულად;
- სერვის სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების/მიწოდებული საქონლის მიხედვით საგადასახადო ანგარიშ–ფაქტურების/სასაქონლო ზედანდებების გამოწერა და კონტროლი (პროგრამულად, RS–ზე);
- სერვის სამსახურის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საქონლის/მასალების ჩამოწერა/მოძრაობა/აღრიცხვა
- სერვის სამსახურის მიერ მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების მიხედვით ინვოისების მომზადება;
- კომპანიის სამეურნეო და ადმინისტრაციული ხარჯის/შესყიდვის ბუღალტრული კლასიფიკაცია და პროგრამული ასახვა მთავარ ბუღალტერთან კოორდინაციაში;
- კომპანიის დებიტორ-კრედიტორებთან შედარების პროცესში მთავარი ბუღალტრის ასისტენტობა.
სამუშაო პროგრამები და აპლიკაციები:
- ინფო საწარმო (ეფემჯი სოფტი);
- სუპერფინი;
- eservices.rs.ge;
- MS excel.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ფინანსების განხრით;
- სასურველია სერტიფიკატის არსებობა სპეციალობით (ბუღალტერია, აუდიტი, საგადასახაო კოდექსი ან სხვა მსგავსი);
- სავალდებულოა ძირითადი საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
- სავალდებულოა სააღრიცხვო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
- მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
- პუნქტუალურობა;
- ორგანიზებულობა;
რას გთავაზობთ ჩვენ:
- 3 თვე ანაზღაურებადი გამოსაცდელი პერიოდი;
- შემდეგ კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში ფიქსირებული ხელფასი + ჯანმრთელობის დაზღვევა + კომპანიაში დაწესებული დამატებითი ბენეფიტებით სარგებლობა;
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: contact@amts.ge-ზე. გთხოვთ სათაურში (subject-ში) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერი (ზოგადი)
ნახვები 385
უნიკალური ნახვები 375