15 ოქტ - დღეს
სტანდარტი
გაყიდვების კონსულტანტი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 0-დან 1 წლამდე
- ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: info@renove.ge
პრემიუმ ხარისხის სანტექნიკის, აბაზანის ინვენტარის, რადიატორებისა და იატაკის საფარის იმპორტიორი კომპანია „რენოვე“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- დადგენილი სტანდარტების შესაბამისად საცალო და კორპორატიული მომხმარებლებისთვის კვალიფიციური მომსახურებისა და კონსულტაციის გაწევა;
- კორპორატიულ მომხმარებლებთან კომუნიკაცია (პირადად ან დისტანციურად), პროდუქციის შეთავაზება, პრეზენტაცია და რეალიზაცია;
- შოურუმში პროდუქციის განთავსება დადგენილი წესის შესაბამისად;
- განთავსებულ პროდუქციაზე ფასის ნიშნის სისწორის უზრუნველყოფა;
- პირველადი სარეალიზაციო დოკუმენტების შედგენა სააღრიცხვო სისტემაში და საგადასახადო დოკუმენტებთან მუშაობა;
- გაყიდული პროდუქციის გაცემა;
- სარეალიზაციო პროდუქციის დაზიანების ან წუნის აღმოჩენის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება;
- ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;
- უშუალო ხელმძღვანელის სამსახურებრივი დავალებების შესრულება.
დამატებითი მოთხოვნები:
- მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
- სამშენებლო-სარემონტო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- Microsoft office პროგრამების (Word, Excel, Power Point) ცოდნა;
- ინგლისური და/ან რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები:
- მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი;
- ორგანიზებულობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალობა;
- გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მიზანსწრაფულობა და ენერგიულობა.
სამუშაო ადგილი: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის 47.
სამუშაო საათები: 10:00-19:00 კვირაში 5 დღე.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ მისამართზე info@renove.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი
ნახვები 127
უნიკალური ნახვები 125