05 ნოე - 14 ნოე
სტანდარტი
სათადარიგო ნაწილების გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: office@premiermotors.ge
კომპანია პრემიერ მოტორსი აცხადებს ვაკანსიას სათადარიგო ნაწილების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანია პრემიერ მოტორსი 2014 წლიდან წარმოდგენილია საქათველოს ბაზარზე, როგორც პრემიუმ სატვირთო-სამშენებლო და საპორტო ინდუსტრიის ლიდერი, რომელიც აერთინებს მსოფლიო პრემიუმ ბრენდებს, როგორებიც არის:
შვედური ბრენდი : Volvo Trucks და Volvo Penta ასევე KALMAR და HIAB;
იტალიური ბრენდი: Baoli
ფრანგული - Renault Trucks და Cofran (Fuchs Lubricants);
გერმანული - Schmitz Cargobull და Knorr-Bremse;
იტალიური - KION BAOLI
ჩინური - DONG FENG;
პროფესიული ცოდნა/გამოცდილება:
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
- ავტონაწილებისა და მისი თავისებურებების ცოდნა;
- ენები: ინგლისურის და რუსულის თავისუფლად ფლობა.
- კომპიუტერული პროგრამები: MS office, FINA;
- უპირატესად ჩაითვლება კვალიფიკაციის ქონა სატვირთო/სამშენებლო ავტომანქანების ნაწილების სფეროში;
ძირითადი ფუნქცია- მოვალეობები:
- კლიენტებთან ურთიერთობის წარმოება;
- შეკვეთების მიღება არსებული მომხმარებლისგან;
- პროდუქციის სრული ასორტიმენტის ზედმიწევნით ცოდნა;
- სერვისისა და პროდუქტის სარეალიზაციო მიმართულებების ნაწილებით დროული უზრუნველყოფა;
- დაზიანებული ავტომობილის დეფექტაციის პროცესში აქტიური ჩართულობა - დაზიანებული ნაწილების იდენტიფიცირება;
- კოდების იდენტიფიცირება და მათი საწყობში არსებობის შემოწმება;
- ნაწილების და აქსესუარების შეკვეთასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
- შედეგზე ორიენტირებულობა - გაყიდვების მაჩვენებლის გაზრდა.
- რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- საბონუსე სისტემას;
- კონკურენტულ სახელფასო დანამატებს;
- ტრანსპორტირებას.
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
ანაზღაურება კვალიფიციიდან გამომდინარე, გასაუბრების დროს შეთახმებით.
სამუშაო ადგილი: თბილისის შემოვლითი გზა (გეზის მიმდებარედ)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00; შაბათი - 09:00-15:00
გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ office@premiermotors.ge , სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება.
დამატებით დეტალებზე შეთანხმება მოხდება უშუალოდ გასაუბრების დროს.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი
ნახვები 286
უნიკალური ნახვები 281