შემდეგი
17 ოქტ - 15 ნოე
ბუღალტერი
ბათუმი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: recruit@gorgia.ge
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე ბათუმში.
კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.
დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 2000-ზე მეტ თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით.
"გორგია" წარმოდგენილია 13 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.
ბენეფიტები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- კვება;
- Fit pass.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ბუღალტერიაში არსებული დოკუმენტაციის მოწესრიგება;
- საბუღალტრო ოპერაციების გატარება პროგრამაში;
- სალარო, საბანკო და სხვა ოპერაციების დამუშავება;
- საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადების დაანგარიშება და გადასახდელი გადასახადების შესახებ ინფორმაციის დროული მომზადება;
- ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებების შესრულება (კომპეტენციის ფარგლებში).
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით);
- ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
- აუცილებელია 1C -ში მუშაობის გამოცდილება;
- საქართველოს საგადასახადო კოდექსის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
- დეკლარაციების დამუშავების მინიმუმ 1 წლის გამოცდილება;
- ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა (უპირატესობა მიენიჭებათ ACCA სტუდენტებს);
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- შრომისმოყვარე;
- ორგანიზებული;
- კეთილსინდისიერი;
- ენერგიული;
- კომუნიკაბელური.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში: გამოგვიგზავნეთ CV ფოტოსურათით ელფოსტაზე: recruit@gorgia.ge (სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ეთანხმებით, რომ სასურველი პოზიციის დასაკავებლად თქვენი განცხადების განხილვის ეტაპზე, კომპანია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის დაცვით დაამუშავებს წარდგენილ ინფორმაციას. აგრეთვე, გაქვთ უფლება მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება, გაქვთ გაცნობისა და ასლის მიღების უფლება, თანხმობის გამოხმობის უფლება- (თანხმობის გამოთხოვის უფლება შეზღუდულია იმ შემთხვევაში, თუ პირი დაინიშნება ვაკანტურ პოზიციაზე), გასაჩივრების უფლება (შეგიძლიათ მოგვმართოთ: info@gorgia.ge).
პირის ვაკანტურ პოზიციაზე შეუსაბამობის შემთხვევაში, მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია განადგურებულ იქნება უარყოფითი პასუხის მიღებიდან 3 (სამი) თვის ვადაში.
ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერი (ზოგადი)
ნახვები 158
უნიკალური ნახვები 152