შემდეგი
18 ოქტ - 16 ნოე
სტარტი
უმცროსი იურისტი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: jobs@gpih.ge
სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” აცხადებს ვაკანსიას უმცროსი იურისტის თანამდებობაზე.
სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 09:30-17:30 საათამდე
სამუშაო რეჟიმი: ჰიბრიდული
პასუხისმგებლობები:
- შიდა ორგანიზაციული აქტების, ბრძანებების, დებულებების და სხვათა ნიმუშების შაბლონების შემუშავება;
- სხვადასხვა სახის სამართლებრივი დოკუმენტაციის შემუშავების პროცესში მონაწილეობა;
- კომპანიის სამართლებრივი დოკუმენტაციის, კორესპონდენციის, შიდა აქტების, ბრძანებების მომზადება, აღრიცხვა და სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა;
- საკანონმდებლო ცვლილებების მონიტორინგი და ცვლილებების შესახებ ხელმძღვანელისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
- სამსახურებრივ ელ.ფოსტაზე შემოსული კორესპონდენციების განხილვა და ელ. ფოსტის ან/და შიდა მატერიალური სახით წერილების მომზადება;
- კომპანიის წარმოდგენა და მისი ინტერესების დაცვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში, წარმომადგენლობა სახელმწიფო ორგანოებში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ნოტარიუსთან და სხვა;
- საქმის დამოუკიდებლად ორგანიზება და შესაბამისი ანგარიშვალდებულება უშუალო ხელმძღვანელთან;
- ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
- სამართალმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხი;
- იურისტად მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა (მინიმუმ B2 დონეზე);
- სამოქალაქო და სამეწარმეო სამართლის ცოდნა;
- კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
- სამართლებრივი წერის კულტურა.
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gpih.ge
გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას „Subject line” - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (უმცროსი იურისტი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2024 წლის 18 ნოემბერი.
ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ თქვენზე მორგებულ, დისტანციურ ან ნაწილობრივ დისტანციურ - მოქნილ სამუშაო გარემოს, რომელიც ორიენტირებულია თქვენს უსაფრთხოებასა და კომფორტზე.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/
იურიდიული
იურისტი
ნახვები 563
უნიკალური ნახვები 546