18 ოქტ - 16 ნოე
სავაჭრო წარმომადგენლი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1000 - 1500
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • მართვის მოწმობაB
ვაკანსიაზე გამოხმაურება
შპს "ლაბლაინი" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო წარმომადგენლის პოზიციაზე.
შპს „ლაბლაინი“ წარმოადგენს თმისა და ფრჩხილის მოვლის საშუალებების, ასევე საყოფაცხოვრებო ქიმიის ადგილობრივ წარმოებასა და დისტრიბუციას.

ჩვენ გთავაზობთ:
  • საინტერესო და გამოწვევებით სავსე სამსახურს;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • უშუალო ხელმძღვანელებს, რომლებიც მუდმივად იზრუნებს თქვენს განვითარებაზე;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • ადგილზე შესწავლას და იმ უნარების განვითარებას, რაც დაგჭირდებათ საუკეთესო შედეგების მისაღწევად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა - მომხმარებლის დონეზე (Excel სავალდებულოა);
  • სასურველია FINA - მენეჯერში მუშაობის გამოცდილება;
  • ორგანიზებულობა, დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • ანალიზისა და სწრაფი რეაგირების უნარი;
  • აუცილებელია : B კატეგორიის მართვის მოწმობა და საკუთარი მსუბუქი ავტომობილი (საწვავს და ცვეთის ხარჯებს ანაზღაურებს დამსაქმებელი).

ძირითადი მოვალეობები:
  • შესაბამის სავაჭრო ქსელში, კერძოდ სილამაზის სალონებსა და ესთეტიკურ ინდუსტრიაში არსებულ ობიექტებში პროდუქციის შეთავაზება;
  • პროდუქციის პრეზენტაცია, შეკვეთების მიღება და გაფორმება
  • ახალი ობიექტების მოზიდვა;
  • სავაჭრო ობიექტების დაკვალიანება, მუდმივი შემოწმება და შესაბამისი თანხების ამოღება/აღრიცხვა დადგენილ ვადებში;
  • ქსელის ანალიზი;
  • ყოველდღიური სამუშაოს დაგეგმარება-რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი - 10:00- 19:00

პიროვნული უნარ-ჩვევები
  • კომუნიკაბელურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პუნქტუალურობა;
  • ლოგიკური აზროვნება;
  • სწავლის, პროფესიული განვითარების სურვილი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

ანაზღაურება:
გამოსაცდელ პერიოდში (1 თვე) – 1 000 ₾; შემდეგ 1 500 ₾

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy@labline.ge
სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში მიღებული CV არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!

"რეზიუმეს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. მონაცემები შპს "ლაბლაინი"-ს ბაზაში შეინახება 1 წლის განმავლობაში, კანდიდატების შერჩევის პროცესში გამოყენების მიზნიბრიობით".

გაყიდვები
სავაჭრო წარმომადგენელი
ნახვები 32
უნიკალური ნახვები 31