21 ოქტ - 19 ნოე
სტანდარტი
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • დოქტორი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3-დან 5 წლამდე
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
თბილისის თავისუფალი აკადემია აცხადებს ღია კონკურსს ბიზნესის ადმინისტრირების (ქართულენოვან) საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

კონკურსი ცხადდება შემდეგ აკადემიურ თანამდებობებზე:
მენეჯმენტი:
  • ასოცირებული პროფესორი -1 ვაკანსია:
  • ასისტენტ პროფესორი - 1 ვაკანსია:
მათემატიკა :
  • ასოცირებული პროფესორი -1 ვაკანსია;
  • ასისტენტ პროფესორი - 1 ვაკანსია;
ფილოსოფია:
  • ასოცირებული პროფესორი -1 ვაკანსია;
  • ასისტენტ პროფესორი - 1 ვაკანსია;
DIGITAL მარკეტინგი:
  • ასისტენტ პროფესორი - 1 ვაკანსია;
მარკეტინგი:
  • ასოცირებული პროფესორი -1 ვაკანსია;
  • ასისტენტ პროფესორი - 1 ვაკანსია;
ბუღალტრული აღრიცხვა:
  • ასოცირებული პროფესორი -1 ვაკანსია;
  • ასისტენტ პროფესორი - 1 ვაკანსია;

ძირითადი და დამატებითი მოთხოვნები:
  • ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით):
  • განათლება: დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
  • გამოცდილება: სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
  • უნარები: კვლევითი უნარები; პედაგოგიური უნარები; საკომუნიკაციო უნარები.
  • დამატებითი მოთხოვნები: ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა.
  • ასისტენტ - პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით):
  • განათლება: დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი.
  • უნარები: კვლევითი უნარები; პედაგოგიური უნარები; საკომუნიკაციო უნარები.
  • დამატებითი მოთხოვნები: ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა.

თანამდებობაზე არჩევა ხდება 4 წლის ვადით.
  • კომისია წარმოდგენილ დოკუმენტაციას აფასებს შემდეგი კრიტერიუმებით:
  • კონკურსანტის კვალიფიკაციის შესაბამისობა მის მიერ არჩეულ მიმართულებასთან;
  • სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება და სტაჟი;
  • ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების (მონოგრაფიები, სახელმძღვანელოები, სტატიები) რაოდენობა, შესრულების დონე ან/და დამსახურებული შეფასებები, რეცენზირება, რედაქტორობა, საავტორო გამოგონებები;
  • სამეცნიერო კონფერენციებში, საგრანტო პროგრამებსა და საერთაშორისო ტრენინგებში მონაწილეობა;
  • საერთაშორისო სამეცნიერო წოდებები;
  • საკონკურსოდ წარმოდგენილი სასწავლო კურსის სილაბუსი;
  • უცხო ენის ცოდნის დონე;
  • კომპიუტერული ტექნოლოგიების ცოდნის დონე.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
  • განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
  • კონკურსანტის CV, რომელშიც უნდა აისახოს ინფორმაცია კონკურსანტის მიერ ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომ (ებ)ის, ბოლო 5 წლის განმავლობაში მიღებული სტიპენდია-გრანტებისა და ბოლო 5 წლის განმავლობაში სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის შესახებ;
  • შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები. ასევე უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომების ასლები;
  • სამეცნიერო შრომების ჩამონათვალი (ბოლო 5 წლის განმავლობაში, წლების მითითებით);
  • შესაბამის სფეროში სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ელექტრონული და ნაბეჭდი ფორმით მის მიერ არჩეული სასწავლო კურსის სილაბუსი (სილაბუსები);
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • 2 ცალი ფოტო - სურათი 3X4-ზე, ელექტრონულად CD დისკზე;
  • ბოლო პუბლიკაციის, ნაშრომის, წიგნის, მონოგრაფიის ეგზემპლარები ან ასლები;
  • სხვა ინფორმაცია.

კონკურსის ჩატარების ვადა:
  • კონკურსი გამოცხადდეს 2024 წლის 21 ოქტომბრიდან;
  • აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2024 წლის 21 ნოემბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით;
  • კონკურსის პირველი ეტაპი (საბუთების გადარჩევა) - 2024 წლის 2 დეკემბერს;
  • კონკურსის მეორე ეტაპი (საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება) - 2024 წლის 4 დეკემბერს (კონკურსანტებს გასაუბრების დრო ეცნობებათ განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე);
  • კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2024 წლის 6 დეკემბერს.

საკონტაქტო რეკვიზიტები:
ქ. თბილისი, ჯურხა ნადირაძის ქ. N46. ტელ: 0322 36 91 60

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე:vacancy@freeacademy.edu.ge
მეცნიერება/განათლება
უმაღლესი განათლება
ნახვები 68
უნიკალური ნახვები 64