28 ოქტ - 23 ნოე
სტანდარტი
სამშენებლო პროექტების დაგეგმვის მენეჯერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@apartgroup.com
,,აპარტ გრუპში“ შემავალი სამშენებლო კომპანია ,,აპარტ ქონ“-ი აცხადებს კონკურსს სამშენებლო პროექტების დაგეგმვის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, მ. ბროსეს #2
ძირითადი მოვალეობები:
- პროექტებისათვის გეგმა გრაფიკის შემუშავება პროექტის მსვლელობის ყოველი ეტაპისათვის და მისი შესრულების კოორდინაცია
- პროექტებთან დაკაშირებული ხარჯების, გეგმებისა და პროცედურების მართვა.
- ანგარიშგების მომზადება პროექტის თითოეული ეტაპის შესახებ და საბოლოო შედეგის რეპორტის სახით წარდგენა
- პროექტის შესაძლო ფინანსური რისკებისა და გადახარჯვის პრევენცია/დაგეგმვა
- ანგარიშგება პროექტის პროგრესის შესახებ
- პროექტის მიმდინარეობის დროს, პოტენციური რისკის შეფასება და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების შეტანა პროექტის გეგმაში
- პროექტის/შეკვეთების შესრულების დაგეგმვისა და წინასწარი განფასების პროცესის მონიტორინგი: პროექტის მომგებიანობაზე ინფორმაციის ფლობა, წინასწარი(დაგეგმილი) და ფაქტობრივი მდგომარეობის თანხვედრა
- პროექტის/შეკვეთის შესრულების ვადების განსაზღვრა, სახელშეკრულებო და ფაქტიური ვადების თანხვედრის მდგომარეობის ანალიზი და რეაგირება: გადავადების შემთხვევაში დროული ასახვა კონტრაქტში.
- პროექტის/შეკვეთების მონიტორიგნი, ანალიზი, ხელმძღვანელობის დროული ინფორმირება, შერულების ეტაპების გავლის და დასრულების მდგომარეობის ფიქსირება, ანალიზური აღრიცხვის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით
- მსგავს სფეროში მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- კონტროლის, ანალიზის და სისტემატიზაციის უნარი;
- MS Excel და MS Project პროგრამებში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
უნარები და შესაძლებლობები:
- კარგად განვითარებული მენეჯერული და ანალიტიკური უნარი;
- ეფექტურად კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების და პრობლემის დროულად გადაჭრის უნარი;
- დროის რაციონალურად მართვის უნარი;
- სხვადასხვა დავალების ერთდროულად შესრულების უნარი;
- სტრესულ სიტუაციებში შეუფერხებლად მუშაობის უნარი.
კომპანია თანამშრომლებს სთავაზობს საინტერესო პროექტებში ჩართვის და განვითარების შესაძლებლობას.
თუ თქვენ პასუხობთ ზემოთ ხსენებულ მოთხოვნებს უნდა გამოაგზავნოთ რეზუმე შემდეგ მისამართზე: hr@apartgroup.com არა უგვიანეს 2024 წლის 25 ნოემბრისა
გთხოვთ, გზავნილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „სამშენებლო პროექტების დაგეგმვის მენეჯერი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება
წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის რეზიუმე გაუზიაროს მესამე პირ(-ებ)საც.
დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!
სამშენებლო, უძრავი ქონება
სამშენებლო პროექტების მართვა
ნახვები 54
უნიკალური ნახვები 53