25 ოქტ - 23 ნოე
სტარტი
შემოსავლების ბუღალტერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@hpm.ge
ჩვენ ვართ „არქის“ ჰოლდინგში შემავალი კომპანია „HPM“, რომელიც აერთიანებს ბრენდულ და არაბრენდულ სასტუმროებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
ჩვენი მიზანია:
- შევქმნათ ქართული სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ბრენდი, რომელიც ბინის მეპატრონეებსა და ვიზიტორებს შესთავაზებს მაღალი ხარისხის სერვისს;
- განვავითაროთ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
- ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდს, ასევე სხვადასხვა სართაშორისო ბრენდულ სასტუმროებს.
ამჟამად კომანია „HPM”-ში ჩვენ ვეძებთ შემოსავლების ბუღალტერს სასტუმროების მიმართულებით და გთავაზობთ გუნდურ, კომფორტულ, მოქნილ, სამართლიან და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.
ბუღალტრის ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
- შემოსავლების კონტროლი, ბუღალტრულ პროგრამაში შემოტვირთვა ოპერიდან და შედარება;
- ოპერაში ფიემების გაჩექაუთება, ეიარზე გადატანა;
- ავანსების კონტროლი;
- ბანკის ამონაწერის გატარება ოპერაში და საბუღალტრო პროგრამაში;
- ანგარიშფაქტურების გამოწერა, კომპანიებთან შედარება;
- ჩეკების კონტროლი;
- ყოველდღიური რეპორტების მომზადება (ოპერის გადახდები - ქეშით, ტერმინალით შედარება ფისკალურ მაჩვენებლებთან და ტერმინალით გადახდილი თანხების ბანკში შემოსვლის კონტროლი), გადახდების შემოტვირთვა ოპერიდან FMG-ში და შედარება;
- ბანკის ამონაწერის გატარება და გადაფასება;
- გადარიცხვების აკრეფა ბანკში;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
- აუცილებელია სასტუმროს ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- სხვადასხვა საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება;
- FMG-ის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
- საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
- Ms Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@hpm.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: შემოსავლების ბუღალტერი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
გისურვებთ წარმატებებს!
ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერი (ზოგადი)
ნახვები 318
უნიკალური ნახვები 316