28 ოქტ - 26 ნოე
ოფისის ადმინისტრატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
"იმექს კარგო ლოჯისტიკს" აცხადებს ვაკანსიას ოფისის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

კომპანია "იმექს კარგო ლოჯისტიკს" ლოჯისტიკური სფეროს ერთ-ერთი აქტიური წევრია. კომპანია მომხმარებელს საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო გადაზიდვებს სთავაზობს. ასევე "იმექს კარგო ლოჯისტიკს" მომხმარებლებს აძლევს საშუალებას ისარგებლონ დამატებით საბაჟო-საბროკერო მომსახურებითა და ტვირთის დაზღვევის შესაძლებლობით.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი.
ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე)
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (გამოსაცდელი ვადა ანაზღაურებადია სრულად)

ძირითადი მოვალეობები:
  • პირველადი დოკუმენტაციის შედგენა, აღრიცხვა და დაარქივება;
  • მთავარი ბუღალტრის ან/და მენეჯერის მითითებების მიხედვით კომპანიის მიმდინარე საქმის დამოუკიდებლად წარმართვა - ოპერაციების შესრულება;
  • მიღებული და გაწეული მომსახურების რეალიზაციის ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი;
  • ბანკის ამონაწერის მონიტორინგი;
  • სამუშაო პროცესთან დაკავშირებით, ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული დავალებების შესრულება;
  • ხელფასების გაანგარიშება და აღრიცხვა.

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა - B2;
  • სტანდარტული საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

კანდიდატს უნდა ჰქონდეს შემდეგი უნარები:
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • პრობლემის იდენტიფიცირებისა და გადაჭრის გზების დასახვის უნარი;
  • ინფორმაციის სწორად გადმოცემის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელფოსტაზე: career@imexcargo.ge გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

შპს "იმექს კარგო ლოჯისტიკს" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

ადმინისტრაცია
ოფისის მენეჯმენტი
ნახვები 179
უნიკალური ნახვები 171