შემდეგი
28 ოქტ - 10 ნოე
სტარტი
ბუღალტერი
თბილისი, საბურთალო, ვაჟა-ფშაველას გამზ.
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr_clinic@aversi.ge
დასახელება : ბუღალტერი
თარიღი : 28/10/2024-10/11/2024
სამუშაო ადგილი : ვაჟა-ფშაველას 27ბ
სამუშაო გრაფიკი : სრული
შპს ‘’ავერსის კლინიკა’’ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე ცენტრალურ ფილიალში.
ძირითადი მოვალეობები :
- ძირითადი საშუალებების აღრიცხვა და კონტროლი;
- ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება, შედეგების ასახვა ბუღალტრულ პროგრამაში;
- პირველადი დოკუმენტაციის (ანგარიშ-ფაქტურების, მიღება-ჩაბარების აქტების, ჩამოწერის აქტების) აღრიცხვა და კონტროლი;
- წარმომადგენლობითი ხარჯების აღრიცხვა;
- სასაქონლო მატერიალური მარაგების შესყიდვის/რეალიზაციის ოპერაციების აღრიცხვა, დოკუმენტირება და კონტროლი;
- სალაროს ოპერაციების კონტროლი;
კვალიფიკაცია და მოთხოვნები :
- უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით;
- ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების, საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
- ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- Excel-ის სამუშაო დონეზე ცოდნა;
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი ხარისხი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე hr_clinic@aversi.ge ელ. ფოსტის საგნის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ბუღალტერი იმისათვის, რომ განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 10/11/2024.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
გისურვებთ წარმატებას!
ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერი (ზოგადი)
ნახვები 119
უნიკალური ნახვები 114