28 ოქტ - 26 ნოე
ვიპ CV
სამშენებლო პროექტების გაყიდვების მენეჯერი
თბილისი, დიდუბე, ა.წერეთლის გამზ.
- სრული განაკვეთი
- 1000 - 5000
+ ბონუსი
- საშუალო განათლება
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
Red House - უძრავი ქონების მართვის ლიდერი კომპანია ქართულ ბაზარზე, რომელიც უკვე 4 წელია ევროპულ სტანდარტებზე დაფუძნებული სამუშაო სპეციფიკით, პროფესიონალიზმითა და სრული სანდოობით ოპერირებს გაყიდვების სექტორში, აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.
Red House-მა ამ მცირე დროში შეძლო მოეპოვებინა 100-ზე მეტი სამშენებლო კომპანიის ნდობა და თავი დაემკვიდრებინა უძრავი ქონების ინდუსტრიაში.ჩვენ შორის არსებული ექსკლუზიური პარტნიორობა კი გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობებს და გამოგვარჩევს სხვა ყველა კომპანიისაგან.
Red House აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სამშენებლო პროექტების გაყიდვების მენეჯერი
ძირითადი მოვალეობები:
- უძრავი ქონების ბაზრის ანალიზი და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა.
- კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაცია და ურთიერთობების მართვა.
- ექსკლუზიური პროექტების მართვა და გაყიდვების ხელშეწყობა.
- პარტნიორი სამშენებლო კომპანიებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა.
- სარეკლამო და მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება.
- მომხმარებელთა ბაზების მართვა
- სამშენებლო პროექტების შესწავლა
- მიმდინარე სამშენებლო პროექტებზე მომხმარებლის ინფორმირება
- ობიექტზე ვიზიტის ორგანიზება და განხორციელება
მოთხოვნები:
- უძრავი ქონების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია, მაგრამ არ არის აუცილებელი).
- კომუნიკაბელური და ენერგიული.
- მოლაპარაკებების წარმოების უნარები.
- გუნდურობა და თანამშრომლობის უნარი.
- პუნქტუალური.
- ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
რას გთავაზობთ ჩვენ:
- მოქნილი სამუშაო გრაფიკი.
- სამუშაო გარემო, რომელიც ორიენტირებულია პროფესიულ განვითარებაზე.
- მაღალი ანაზღაურება
- საინტერესო და დინამიური სამუშაო შესაძლებლობები ექსკლუზიურ პროექტებთან.
ანაზღაურება 1000-5000 ლარამდე(გამომუშავებით)
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „ გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი,
უძრავი ქონება
ნახვები 2356
უნიკალური ნახვები 2122
გაგზავნილი CV-ები 78