28 ოქტ - 26 ნოე
სტარტი
კლასტერ გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
- ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@hpm.ge
ჩვენ ვართ „არქის“ ჰოლდინგში შემავალი კომპანია „HPM“, რომელიც აერთიანებს ბრენდულ და არაბრენდულ სასტუმროებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
ჩვენი მიზანია:
- შევქმნათ ქართული სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ბრენდი, რომელიც ბინის მეპატრონეებსა და ვიზიტორებს შესთავაზებს მაღალი ხარისხის სერვისს;
- განვავითაროთ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში;
ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდს, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროებს.
ამჟამად კომანია „HPM”-ში ჩვენ ვეძებთ კლასტერ გაყიდვების მენეჯერს და გთავაზობთ გუნდურ, კომფორტულ, მოქნილ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.
ძირითადი მოვალეობები:
- დაამყაროს და შეინარჩუნოს პროფესიული ურთიერთობა პოტენციურ კლიენტებთან/კომპანიებთან, ტურისტულ სააგენტოებთან და სხვა ბიზნეს პარტნიორებთან;
- რეგულარულად განახორციელოს ისეთი ადმინისტრაციული მოვალეობები, როგორიცაა გაყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების, ღონისძიებების გამართვის მოთხოვნის ფორმების მომზადება და დისტრიბუცია, ინვოისების გაგზავნა, კვარტალური და ყოველთვიური გაყიდვების რეპორტების მომზადება და სხვა ზოგადი მოვალეობები;
- ეფექტურად დაგეგმოს პირადი სამუშაო განრიგი, მოახდინოს ამოცანების და მოვალეობების პრიორიტეტულობის განსაზღვრა;
- მონაწილეობა მიიღოს გაყიდვებთან დაკავშირებულ შეხვედრებსა და ტრეინინგებში, რათა მაქსიმალურად გაზარდოს სასტუმროს გაყიდვების შესაძლებლობები;
- თვალყური ადევნოს კონკურენტებს, საბაზრო ფასებს, მომსახურებებსა და ბაზრის ტენდენციებს;
- დაგეგმოს, ორგანიზება გაუკეთოს და დანერგოს სხვადასხვა ღონისძიებები გაყიდვების გაზრდის მიზნით;
- პერიოდულად ესტუმროს / დაპატიჟოს ტურისტული სააგენტოები; აწარმოოს Sales-Call-ები;
- იმუშაოს ბრენდის სტანდარტების შესაბამისად;
- დაამყაროს კონტაქტი GDS (Global Distribution System) და დაჯავშნის კომპანიებთან და კომპანიის სახელით მონაწილეობა მიიღოს ტურისტულ გამოფენებში;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ბრენდულ სასტუმროებში;
- ინგლისური ენის სრულყოფილი ფლობა;
- MS Office-ის ცოდნა;
- დინამიურ გარემოში მუშაობის უნარი;
- ბაზრის ტენდენციების ანალიზისა და ბიზნესის საჭიროებებზე პროაქტიულად რეაგირების უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@hpm.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - „გაყიდვების მენეჯერი.“ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
გისურვებთ წარმატებებს!
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი
ნახვები 191
უნიკალური ნახვები 190