29 ოქტ - 27 ნოე
სტანდარტი
ფრონტ ოფისის მენეჯერი
ბათუმი
- სრული განაკვეთი
- 2000 - 2500
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1-დან 3 წლამდე
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@eltbg.com
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია ,,ელთ ბილდინგი“ და მასში შემავალი მრავალფუნქციური სასტუმროს ტიპის კომპლექსი “La Quinta by Wyndham” და “Wyn” რეზიდენსი, 100–ზე მეტი სასტუმროს ნომრითა და 1000 მდე პრემიუმ და პლატინუმ კლასის აპარტამენტით, რომელსაც მართავს საერთაშორისო გუნდი “River Rock Hotels and Resorts’’ აცხადებს ვაკანსიას ფრონტ ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.
ლოკაცია: ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: 09:00- 18:00 (კვირაში 2 დღე დასვენება)
ანაზღაურება: 2000-2500 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
- აკონტროლოს დადგენილი სტანდარტების შესაბამისად სტუმრების სათანადოდ მიღება-განთავსება და გაცილება;
- აკონტროლოს ოთახების სტატუსი და სათანადო მდგომარეობა;
- აკონტროლოს გადახდები და ინვოისები;
- შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებები, რომელიც დაკავშირებულია მის პოზიციასთან და კომპეტენციასთან;
- რეზერვაციების მიღება;
- შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
- სატელეფონო საუბრის და ელექტრონული ფოსტით მიმოწერის კულტურისა და სტანდარტების დაცვა;
- სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში სასტუმროში არსებულ სხვა დეპარტამენტებში ინფორმაციის გადაცემა.
საჭირო უნარები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები :
- ფრონტ ოფისში მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
- სასტუმროს სფეროში მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.
- 1C სასტუმროს საოპერაციო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პუნქტუალურობა;
- კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ფიზიკურად შრომის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა ;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანსაღ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზუმე ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@eltbg.com სათაურის ველში, გთხოვთ აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
ადმინისტრაცია
ოფისის მენეჯმენტი
ნახვები 918
უნიკალური ნახვები 874