29 ოქტ - 27 ნოე
შესყიდვების სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • რუსული,ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სამშენებლო-სარემონტო მასალების, ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე, თბილისში.


კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია.


კომპანიის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. გორგია წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.


კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.


ბენეფიტები:

  • პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
  • ტრენინგები;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • თანამშრომლის ფასდაკლებას;
  • კვებას;
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;


ფუნქცია-მოვალეობები:

  • არსებული პორტფელის (სასაქონლო ჯგუფები) მართვა. ასორტიმენტის შესწავლა, მათი უპირატესობების განსაზღვრა;
  • არსებული და პოტენციური მომწოდებლების ბაზის შექმნა და მუდმივი განახლება (როგორც ადგილობრივი, ასევე იმპორტი);
  • კონკურენტების ანალიზი და პერიოდული კონტროლი (თვეში ერთხელ).
  • ახალი ბრენდების მოძიება/დამუშავება;
  • ნაშთების მონიტორინგი;
  • სააქციო პოზიციების დაგეგმვა;


ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • სასურველია გამოცდილება მსგავსი მიმართულებით;
  • სავალდებულოა ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
  • სავალდებულოა საოფისე პროგრამების ცოდნა;


პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ორგანიზებულობა;
  • ენერგიულობა;
  • მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პროექტის მართვის უნარი;
  • დავალებების სწორად გადანაწილების დელეგირების უნარი;


ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე: recruit@gorgia.ge (სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება)


აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ეთანხმებით, რომ სასურველი პოზიციის დასაკავებლად თქვენი განცხადების განხილვის ეტაპზე, კომპანია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის დაცვით დაამუშავებს წარდგენილ ინფორმაციას. აგრეთვე, გაქვთ უფლება მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება, გაქვთ გაცნობისა და ასლის მიღების უფლება, თანხმობის გამოხმობის უფლება- (თანხმობის გამოთხოვის უფლება შეზღუდულია იმ შემთხვევაში, თუ პირი დაინიშნება ვაკანტურ პოზიციაზე), გასაჩივრების უფლება. (შეგიძლიათ მოგვმართოთ: info@gorgia.ge)


პირის ვაკანტურ პოზიციაზე შეუსაბამობის შემთხვევაში, მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია განადგურებულ იქნება უარყოფითი პასუხის მიღებიდან 3 (სამი) თვის ვადაში.


გისურვებთ წარმატებას!

შესყიდვები
შესყიდვების მენეჯერი
ნახვები 65
უნიკალური ნახვები 65