04 ნოე - 04 დეკ
სტანდარტი
სერვისის სპეციალისტი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: HR@gc.ge
სს "ჯორჯიან ქარდი" წარმოადგენს საქართველოს ბანკის შვილობილ, საქართველოში არსებულ ერთ-ერთ მსხვილ საპროცესინგო კომპანის, რომელიც ბაზარზე ოპერირებს 1997 წლიდან. ჯორჯიან ქარდი უზრუნველყოფს ტრანზაქციათა პროცესინგს, ბარათების პერსონალიზაციას, ბანკომატებისა და POS ტერმინალების ინსტალაციასა და მართვას, საგადამხდელო მოწყობილობების შეძენას, მიწოდებასა და მათ შემდგომ მხარდაჭერას, პროექტების მენეჯმენტს, მომხმარებელთა კონსულტირებას, სავაჭრო ობიექტებისა და კლიენტების უწყვეტ მომსახურებას, პროფესიონალურ ტექნიკურ და სხვა საპროცესინგო მომსახურებას.
ვეძებთ გუნდის ახალ წევრს სერვისის სპეციალისტის პოზიციაზე, თბილისში.
ვეძებთ გუნდის ახალ წევრს სერვისის სპეციალისტის პოზიციაზე, თბილისში.
ძირითადი მოვალეობები:
- პოს ტერმინალების და მისი აქსესუარების (დამტენი, კაბელი) ვიზუალურად შემოწმება
- პოს ტერმინალების და მისი აქსესუარების (დამტენი, კაბელი) გამართულად მუშაობის შემოწმება
- პოს ტერმინალების ვარგისიანობის განსაზღვრა
- პოს ტერმინალების გასუფთავება და საწყობისთვის გადაცემა
- მუდმივი კომუნიკაცია საწყობის თანამშრომლებთან
აუცილებელი მოთხოვნები:
- შრომისმოყვარეობა და ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობა;
- პუნქტუალურობა;
- ენერგიულობა;
- საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა
სამუშაო ადგილი და გრაფიკი: ქ. თბილისი, ბელიაშვილის 106; ორშაბათი-პარასკევი, კვირაში არაუმეტეს 40 სთ.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: hr@gc.ge და სათაურის ("subject") ველში აუცილებლად მიუთითეთ "სერვისის სპეციალისტის" პოზიცია.
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობი,
საწყობის თანამშრომელი
ნახვები 216
უნიკალური ნახვები 204