- სრული განაკვეთი
- 1500 - 2000
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- ინგლისური,რუსული
რენეკო წარმოადგენს აგრო ინდუსტრიის სფეროში ლიდერ სადისტრიბუციო კომპანიას, რომლის ისტორია დაიწყო მსოფლიო მასშტაბით გამორჩეული მწარმოებლებისა და განსაკუთრებული მეურნეობების აღმოჩენით, სადაც შემონახულია რეგიონისთვის დამახასიათებელი პროდუქტების ენდემური ჯიშები და უნიკალური სახეობები. აღნიშნული აღმოჩენების გაერთიანებით კომპანიამ შექმნა ორგანიზებული ჰაბი, რომელმაც აქტუალური გახადა ისტორიული საკვები კულტურები და გარდაქმნა პროგრესულ ბრენდებად.
კომპანიის ლოჯისტიკური სისტემა მოიცავს გამართულ სასაწყობე და მოქნილ სადისტრიბუციო ინფრასტრუქტურას, რომელიც ქვეყნის ყველა ქსელურ სუპერმარკეტს უზრუნველყოფს გამართული მომსახურებებით. ხოლო მომხმარებლებისათვის შექმნილია გამორჩეული ჰოლისტიკური გამოცდილება, სადაც თავმოყრილია ჰიგიენური სტანდარტები, ვიზუალური რეპრეზენტაცია, თანამედროვე სერვისი და მარკეტინგული კომუნიკაცია.
ბრენდები: აგროფაი, სოლარისი, გრანინი, ხომლი, ბასკინ რობინსი, ჩემი მარაგი, შენი კალათი.
პარტნიორები: აგროჰაბი, გუდვილი, კარფური, ნიკორა, ფრესკო, უნივერსამი, სპარი, ევროპროდუქტი, ვეი მარტი, ზღაპარი, მაგნიტი, მადაგონი, ორი ნაბიჯი, ჯიბე, პსპ, ავერსი და სხვა.
(დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://www.facebook.com/reneco/)
კომპანია „რენეკო“ აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
- ძირითადი საოფისე პროგრამების (Word, PowerPoint, Outlook, Excel) მაღალ დონეზე ცოდნა;
- ძირითადი უცხო ენების (რუსული, ინგლისური) მაღალ დონეზე ცოდნა;
ძირითადი მოვალეობები:
- არსებულ მომწოდებლებთან დადგენილი სამუშაო სტანდარტების კონტროლი;
- არსებულ მომწოდებლებთან დადგენილი საოპერაციო სტანდარტების კონტროლი;
- კომპანიის მიმდინარე ასორტიმენტის ხარისხობრივი სტანდარტებისა და კატეგორიზაციის მკაცრი კონტროლი;
- კომპანიის მინდინარე ასორტიმენტის ფასების შედარება ბაზარზე არსებული სხვა მომწოდებლების ფასებთან და სხვა დაკავშირებული პროცედურების მკაცრი კონტოლი;
- კომპანიის მიერ განსახორციელებელი შესყიდვებისა და დროული მომარაგების კოორდინაცია;
- კომპანიის შესასყიდი პროდუქციის საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით ბაზრის მონიტორინგი და შესაბამისი ბაზის პროცესუალური განახლება;
- კომპანიის ხელმძღვანელობისათვის სხვადასხვა კორესპონდენციისა და ანგარიშების მომზადება;
- კომპანიის უშუალო ხელმძღვანელების მიერ გაცემული ყველა სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;
პიროვნული თვისებები:
- ლიდერობა;
- ორგანიზებულობა;
- ენერგიულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- პასუხისმგებლიანობა;
- პუნქტუალურობა;
- დისციპლინირებულობა;
სამუშაო პირობები
- სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი (შაბათი - ნახევარი სამუშაო დღე);
- სამუშაო საათები: 09:00 - 18:00;
- საწვავი: საჭიროების შესაბამისად;
- ანაზღაურება: 1500 - 2000 ლარი;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@renco.ge . „სათაურის“ ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.