06 ნოე - 17 ნოე
ბუღალტერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ აცხადებს კანდიდატთა შერჩევას ბუღალტრული აღრიცხვის დეპარტამენტის ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი : თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული

ფუნქცია - მოვალეობები:
  • ყოველთვიური საგადასახადო დეკლარაციების (საშემოსავლოს, საპენსიო, დამატებული ღირებულების გადასახადის, მოგების გადასახადის, ქონების გადასახადის,) მომზადებაში და შემოსავლების სამსახურისთვის წარდგენაში მონაწილეობის მიღება;
  • საბუღალტრო პროგრამაში ბუღალტრული გატარების შესრულება;
  • საბუღალტრო პროგრამაში საბანკო ანგარიშების ნაშთების კონტროლი;
  • დებიტორების და კრედიტორების ანგარიშების კონტროლი, შედარების აქტების მომზადების უზრუნველყოფა;
  • დაქირავებულ პირთა შრომითი ანაზღურების პროგრამულად ასახვა;
  • ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების კანონმდებლობის შესაბამისად აღრიცხვა და კონტროლი;
  • კანონმდებლობის შესაბამისად, კომპანიის ბალანსზე რიცხული აქტივების ინვენტარიზაციისა და სხვა კომისიებში ჩართულობა;
  • სტატისტიკური ანგარიშის მომზადება და წარდგენის უზრუნველყოფა;
  • კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის დავალებით სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სავალდებულოა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, ეკონომიკის მიმართულებით;
  • სავალდებულოა ბუღალტრად მუშაობის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია ACCA პირველი და მეორე დონის სერთიფიკატი;
  • სასურველია საბუღალტრო პროგრამის ცოდნა;
  • სავალდებულოა MS Office-ის პროგრამების (Word,Excel,PowerPoint) მაღალ დონეზე ცოდნა.
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა; სამართლებრივი აქტების ცოდნა:
  • აუცილებელია „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ ცოდნა;
  • სასურველია ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა.

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ქმნის თანასწორ და ღირსეულ სამუშაო გარემოს, სადაც განსხვავებული პერსპექტივები დაფასებულია და ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია აკრძალულია კანონის შესაბამისად.
კომპანია ხელს უწყობს მრავალფეროვანი გარემოს შექმნას და გენდერული ბალანსის მიღწევას. კომპანია მიესალმება გამოცხადებულ ვაკანსიებზე, მათ შორის ტექნიკურ პოზიციებზე, ქალი კანდიდატების მიერ განაცხადის შემოტანას და უზრუნველყოფს თანაბარი პირობებისა და შესაძლებლობების მქონე სამუშაო გარემოს შექმნას.

დაინტერესებულმა პირებმა მიმდინარე წლის 17 ნოემბრის ჩათვლით გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: konkursi@water.gov.ge
გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!

დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის (შეიძლება განისაზღვროს უფრო ნაკლები ვადა) ვადით. რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით კანდიდატი აცხადებს თანხმობას მისი პერსონალური მონაცემების აღნიშნული საფუძვლით დამუშავებაზე.
კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:
1 - განცხადებების გადარჩევა;
2 - გასაუბრება.
ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერი (ზოგადი)
ნახვები 56
უნიკალური ნახვები 54