შემდეგი
11 ნოე - 20 ნოე
სამეურნეო სამსახურის უფროსი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2-დან 3 წლამდე
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@aldagi.ge
სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო სამსახურის უფროსის პოზიციაზე, შესყიდვების განყოფილებაში.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 66ა
სამუშაო საათები: ორშაბათი – პარასკევი (10:00–18:00)
ძირითადი მოვალეობები:
- სასაწყობე მარაგების აღრიცხვა და მართვა;
- საკანცელარიო მასალების ბრუნვის კონტროლი;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვურლი პერიოდულობით ალდაგის მფლობელობაში არსებული მარაგების ინვენტარიზაცია/საწყობის ინვენტარიზაცია;
- სამურნეო სამსახურის სპეციალისტის/ტექნიკური მუშაკის კოორდინირება;
- ავტოპარკის მონიტორინგი და სერვისის უზრუნველყოფა;
- სამეურნეო და ტექნიკური კუთხით (სანტექინკური სამუშაო, ელექტროობის გამართვა, შეცვლა/შეკეთება) წარმოქმნილ პრობლემებზე სწრაფი რეაგირება და მოგვარების უზრუნველყოფა;
- სამეურნეო სამუშაოების აუდიტი და დროული ჩატარების უზრუნველყოფა;
- ინვენტარის ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრირების ან ტექნიკური მიმართულებით);
- აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების, მათ შორის Excel-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
- სასურველია ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა;
- B კატეგორიის მართვის მოწმობა და მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილების მართვის გამოცდილება.
პიროვნული უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- პრობლემის იდენტიფიცირებისა და დამოუკიდებლად მოგვარების უნარი;
- დადგენილ ვადებში სამუშაოს შესრულების უნარი;
- ორგანიზებული;
- დაკვირვებული და ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
- პასუხისმგებლიანი;
- კოლეგიალური და გუნდში მუშაობის უნარი.
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2024 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - სამეურნეო სამსახურის უფროსი
სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი, ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობი,
საწყობის თანამშრომელი
ნახვები 39
უნიკალური ნახვები 31