12 ნოე - 12 დეკ
სტარტი
გაყიდვების ჯგუფის უფროსი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ზუგდიდი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია
  • ქართული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სს ”სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი” აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ჯგუფის უფროსის პოზიციაზე ზუგდიდში.

სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის “ვენის სადაზღვევო ჯგუფის” (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

პასუხისმგებლობები:
  • საცალო გაყიდვების თანამშრომლებისგან დაკომლექტებული გუნდის ყოველდღიური მართვა და მხარდაჭერა;
  • ახალი თანამშრომლების მოძიება და ინტეგრირება გუნდში;
  • კომპანიის მიერ ყოველკვირეულად მინიჭებული ბაზების დამუშავება და აქტვიობების ასახვა CRM სისტემაში;
  • გუნდისთვის კლიენტების მოძიება/მოზიდვისა და გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება საკუთარი ინიციატივითა და არხებით;
  • გაყიდვების სხვადასხვა ტიპის აქციებსა და წამახალისებელ აქტივობებში მონაწილეობა;

ჩვენი მოთხოვნებია:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • მაღალი მოტივაცია და პროფესიული განვითარების სურვილი;
  • სრული უმაღლესი განათლება;
  • ქართულ ენაზე თავისუფლად კომუნიკაციის უნარი, როგორც წერილობითი ფორმით, ასევე ვერბალური;
  • სასურველია უცხო ენის ცოდნა;
  • Microsoft Office-ის ცოდნა;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: asokhadze@gpih.ge

გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (გაყიდვების ჯგუფის უფროსი - ზუგდიდი). წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/

დაზღვევა
დაზღვევა (ზოგადი)
ნახვები 79
უნიკალური ნახვები 79