შემდეგი
19 ნოე - 30 ნოე
ავტო სერვის ცენტრებთან ურთიერთობის სპეციალისტი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@aldagi.ge
სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას ავტო სერვის ცენტრებთან ურთიერთობის სპეციალისტის პოზიციაზე, ქ. თბილისში.
სამუშაო საათები: 10:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი), 10:00-14:00 (შაბათი)
ძირითადი მოვალეობები:
- პროვაიდერ ავტო სერვის ცენტრში ავტომობილის ზარალის შემოწმების პროცესში მონაწილეობის მიღება და ზარალის შეფასების ოპტიმიზაცია;
- კლიენტის ავტომობილის დაზიანების ხარისხის შემოწმება, ნაწილების ფასების შემოწმება;
- სერვის ცენტრის მიერ ზარალების შეფასების პროცესის გამართულობის კონტროლი;
- სერვის ცენტრში მოსულ კლიენტებთან ურთიერთობა და ზარალების შეფასების პროცესთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა;
- კლიენტებისგან ზარალის ასანაზღაურებლად საჭირო დოკუმენტაციის მიღება და მათი სისრულის შემოწმება;
- კლიენტებთან კომუნიკაცია ავტო ნაწილების შეცვლის საჭიროების შესახებ, ასევე ზარალის შეფასებასთან დაკავშირებული დეტალების შესახებ.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მნიშვნელოვანია მსგავს პოზიციაზე ან/და კლიენტთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელია ავტომობილების აღჭურვილობის ტექნიკური ცოდნა;
- საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა.
აუცილებელი უნარები:
- გამართული კომუნიკაციის უნარი;
- ორგანიზებული;
- ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
- გაწონასწორებულობა.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2024 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - ავტო სერვის ცენტრებთან ურთიერთობის სპეციალისტი
სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.
დაზღვევა
დაზღვევა (ზოგადი)
ნახვები 6
უნიკალური ნახვები 6