19 ნოე - 30 ნოე
გადაზღვევის ბექ-ოფისის უმცროსი სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას გადაზღვევის ბექ-ოფისის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 66ა (სათავო ოფისი)
სამუშაო საათები: 10:00–18:00 (ორშაბათი – პარასკევი)

ძირითადი მოვალეობები:
  • დაზღვევის/გადაზღვევის დოკუმენტაციის დამუშავება და მომზადება (დაზღვევისა და გადაზღვევის ხელშეკრულებები, პოლისები, განაცხადები, დაზღვევის პირობები);
  • პარტნიორ გადამზღვევ უცხოურ კომპანიებთან ურთიერთობა;
  • მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისი აღრიცხვა (ფაილინგი);

აუცილებელი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული მიმართულებით);
  • აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (კანდიდატებს ჩაუტარდებათ შესაბამისი ტესტირება);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარები:
  • გამართულად წერა (როგორც ქართულად, ასევე ინგლისურად)
  • ანალიტიკური აზროვნება
  • ლოგიკური აზროვნება
  • დეტალების მიმართ დაკვირვებულობა
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • დადგენილ ვადებში მუშაობა

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2024 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - გადაზღვევის ბექ-ოფისის უმცროსი სპეციალისტი

სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.
დაზღვევა
დაზღვევა (ზოგადი)
ნახვები 6
უნიკალური ნახვები 6