13 ნოე - 11 დეკ
სტარტი
ბიზნეს პროცესების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური,ქართული
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სს ”სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი” აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს პროცესების მენეჯერის თანამდებობაზე.


სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.


პასუხისმგებლობები:

  • ბიზნეს პროცესების გაწერა, ფორმალიზება, შესრულების მონიტორინგი, ოპტიმიზაციის გზების გამოვლენა და დანერგვა;
  • ბიზნეს პროცესების დამხმარე დოკუმენტაციის, სტანდარტების, გაიდლაინების, პოლიტიკების შემუშავება პროცესის მფლობელებთან ერთად;
  • ბიზნეს პროცესების მოთხოვნების, მათ შორის მათი ხარჯთეფექტურობის მონიტორინგის დროს აღმოჩენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად რეკომენდაციების წარმოდგენა და პროცესის მფლობელებთან ერთად აღმოფხვრაზე მუშაობა;
  • პროცესების მეთოდოლოგიის და ერთიანი სტანდარტის შემუშავება/დანერგვა ორგანიზაციულ ერთეულებში;
  • სხვა პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.


მოთხოვნები:

  • სრული უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მათ შორის ისეთ სფეროებში როგორიცაა: შიდა აუდიტი, ხარისხის მართვა, პროცესების მართვა და ოპტიმიზაცია);
  • სრულყოფილი სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ინგლისურ და ქართულ ენებში;
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Office);


დაინტერესების შემთხევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gpih.ge გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას „Subject line” - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ბიზნეს პროცესების მენეჯერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. რეზიუმეების მოწოდების ბოლო ვადაა 2024 წლის 11 დეკემბერი.


ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ თქვენზე მორგებულ, დისტანციურ ან ნაწილობრივ დისტანციურ - მოქნილ სამუშაო გარემოს, რომელიც ორიენტირებულია თქვენს უსაფრთხოებასა და კომფორტზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/

დაზღვევა
დაზღვევა (ზოგადი)
ნახვები 88
უნიკალური ნახვები 87