20 ნოე - 19 დეკ
ბუღალტერი
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • 1200
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 514 03 30 30
თევზის სამეწარმეო კომპანია ‘’Royal Fish-სამეფო თევზი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი - სრული, 5 დღიანი სამუშაო კვირა: (ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:00-მდე)
მდებარეობა: ბათუმი, (ბათუმი პლაზის შენობა, მის: ჭავჭავაძის N5)
ანაზღაურება: 1,200 ₾ (მზარდი კვალიფიკაციიდან გამომდინარე)

ჩვენს შესახებ:
ვართ თევზის სამრეწველო კომპანია რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა სახის თევზის მოშენებას ეკოლოგიუად სუფთა პირობებში სოფელ სახალვაშოში, შესაბამისი პირობებისა და წესების დაცვით, ასევე ვახდენთ ხიზილალის გამოყვანასა და მათ რეალიზაციას. ამ ეტაპზე პროდუქციების რეალიზაციას კომპანია ანხორციელებს აგილობრივ ბაზარზე, აღნიშნული საწარმო კი აღჭურვილია თანავედროვე თექნიკით, ადგილზე მიმდინარეობს საწარმოს გაფართოებითი სამუშაოები და პროცესშია თევზის რესტონის მშენებლობა, გარდა ამისა კომპანია ფლობს გემ ‘ახტიარს’ რომელითაც იგეგმება გასვლა შავ ზღვაში და ზღვაშივე მოხდება თანამედროვე ტექნოლოგიებით თევზის მოშენება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის პროდუქციის ასორტიმენტსა გაყიდვების გეოგრაფიას.

ძირითადი მოვალეობები:
  • ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების დროული და ზუსტი შესრულება;
  • პირველადი დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და სხვა) პროგრამული გატარება;
  • RS.GE-ზე მუშაობა, ელექტრონულად მოსული დოკუმენტაციის დროული დამუშავება და აღრიცხვა, ანგარიშ-ფაქტურების დადასტურება;
  • სალაროს შემოსავლების აღრიცხვის ჯგუფის მონაცემებისა და RS.GE-ს რეპორტის მონაცემების შედარება და სხვაობების გამოვლენა/შესწორება;
  • საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების აღრიცხვა, ანგარიშვალდებული პირების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ნაშთების კონტროლი;
  • ძირითადი საშუალებებისა და არამატერიალური აქტივების აღრიცხვა, ძირითადი საშუალებების ტრანზიტების გასწორება;
  • საიჯარო და სხვა შემოსავლების დარიცხვა, აქტების საფუძველზე შემოსავლების კორექტირება და გაყიდვების შემოსავლების დარიცხვა შემოსავლების აღრიცხვის ჯგუფის მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე;
  • საიჯარო ვალდებულებების, სამივლინებო ხარჯებისა და სხვა ტიპის ხარჯების აღრიცხვა;
  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი და შედარების აქტების გაფორმება;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულება, რაც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია მის საქმიანობასთან.

ვაკანსიის ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • აუცილებელია 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel;
  • სასურველია ACCA-ს საკვალიფიკაციო ხარისხი;
  • ბუღალტერიაში არსებული დოკუმენტაციის მოწესრიგება;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • საგადასახადო და ფინანსური კანონმდებლობის ცოდნა;
  • პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
  • ინგლისური და რუსული ენების სალაპარაკო დონეზე ცოდნა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდენ ელექტრონულ მისამართზე: nberidze45@yahoo.com
საკონტაქტო: +995 514 03 30 30
მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება ტელეფონის საშუალებით დაკავშირება და გასაუბრების დანიშვნა.
‘’Royal Fish-სამეფო თევზი" მადლობას გიხდით ჩვენ მიერ გამოცხადებული ვაკანსიით დაინტერესებისათვის!

ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერი (ზოგადი)
ნახვები 88
უნიკალური ნახვები 86