დღეს - 20 დეკ
ვიპ
ბუღალტერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@skagroup.ge
ტელეფონი: +995 599 000 969
სკა არის პირველი ჯანსაღი კვების ქსელი საქართველოში, რომლის მისიაც არის საზოგადოებაში დანერგოს ჯანსაღი, აქტიური და ხალისიანი ცხოვრების წესი.
სკა აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 09:00-18:00; ჰიბრიდული (კვირაში 1 დღე დისტანციურად)
მთავარი პასუხისმგებლობები:
- საბანკო ოპერაციების(გადარიცხვების) წარმოება;
- ბანკის ამონაწერის აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში;
- ხელფასებისა და სხვა დანამატების(სარგებელის) დარიცხვა; საპენსიო შენატანების გაანგარიშება და დარიცხვა;
- დებიტორული და კრედიტორული დავალიანების კონტროლი, შედარება;
- პირველადი დოკუმენტების (ზედნადებები,ანგარიშ-ფაქტურები,ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, და ა.შ) შედგენა/მიღება, კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა,პროგრამაში აღრიცხვა და დაარქივება;
- იმპორტისა და ექსპორტის ოპერაციების გატარება;
- ძირითადი საშუალებების შესყიდვების,გადაადგილების,ჩამოწერის გატარება და ცვეთის დარიცხვა;
- პროგრამაში დოკუმენტების გატარება (ჩამოწერები, აღწერები და ა.შ.);
- ინვენტარიზაციის შედეგების ანალიზი;
- მარაგების ნაშთების კონტროლი პროგრამაში;
- უტილიზაციის განცხადებების რს-ზე ატვირთვა და შესაბამისი ჩამოწერა პროგრამაში;
- მზა პროდუქციის წარმოების აღრიცხვა პროგრამაში;
- RS.GE-ის მონაცემების შედარება ბუღალტრულ პროგრამასთან;
- ახალი სასაქონლო კოდის შექმნა/რეცეპტის(კალკულაციის გაწერა) და სისწორის მონიტორინგი პროგრამაში;
- სხვადასხვა სახის ინფორმაციის და რეპორტების მომზადება;
- თვის დახურვის/წლის შემაჯამებელ პროცესში მონაწილეობის მიღება,საბუღალტრო ოპერაციების სისწორის მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების ან ეკონომიკის განხრით;
- მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე;
- აუცილებელია საგადასახადო კანონმდებლობის და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბაზისო ცოდნა;
- საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა (განსაკუთრებით Excel);
- რეპორტინგის (ბალანსი, მოგება-ზარალი, დებიტორების, კრედიტორების და ა.შ.) გამოცდილება - საშუალო დონეზე;
- ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის FINA ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.
პიროვნული უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სწავლაზე და განვითარებაზე ორიენტირება;
- გამართული კომუნიკაცია(როგორც ვერბალური,ისე,წერილობითი);
- გუნდური მუშაობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- დროის ეფექტურად მართვა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პრიორიტეტების განსაზღვრა;
- პუნქტუალურობა.
ბენეფიტები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- ულიმიტო სასაუბრო დრო;
- სკას პროდუქციაზე 50%-იანი ფასდაკლება.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV მითითებულ მეილზე: hr@skagroup.ge ან დაგვირეკეთ ნომერზე: +995 599 000 969
ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერი (ზოგადი)
ნახვები 45
უნიკალური ნახვები 44