26 ნოე - 25 დეკ
შესყიდვების სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
  • ინგლისური
სამშენებლო კომპანია მეტტა/Metta 2018 წელს შეიქმნა. კომპანიას საერთაშორისო გამოცდილების მქონე ახალგაზრდა პროფესიონალთა გუნდი ხელმძღვანელობს. გუნდის მთავარი მიზანია თანამედროვე და ინოვაციური მიდგომების დანერგვა სამშენებლო სფეროში. კომპანია აქტიური განვითარების ეტაპზეა და, შესაბამისად, ახალგაზრდა, მოტივირებულ და აქტიურ ადამიანებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისა და განვითარების დიდ შესაძლებლობებს სთავაზობს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს www.metta.ge

მეტტა/Metta ეძებს გუნდის ახალ წევრს შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, საირმის ქ. 55
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 სთ

ჩვენ გთავაზობთ: კოლეგიალურ, ურთიერთ პატივისცემაზე აშენებულ სამუშაო გარემოს, დაკომპლექტებულს დარგის მოწინავე პროფესიონალებით, რომლებიც მზად არიან გააზიარონ ცოდნა და გამოცდილება.
ჩვენთან დაგხვდებათ პროფესიული განვითარების კარგი შესაძლებლობა, კონკურენტული ანაზღაურება და სარგებლის პაკეტი.

შესყიდვების სპეციალისტის როლი განისაზღვრება შესყიდვების პროცესის ეფექტურად წარმოებით.

შესყიდვების სპეციალისტი პასუხისმგებლობა და ძირითადი სამუშაო ფუნქციები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით:

ძირითადი მოვალეობები:
  • შესასყიდ პროდუქციაზე დეპარტამენტებიდან შემოსული მოთხოვნის ანალიზი;
  • შემოსული მოთხოვნების მიხედვით შესყიდვის განხორციელება;
  • მომწოდებლების მოძიება, მათ მიერ შეთავაზებული პროდუქციის ხარისხისა და ფასის გაანალიზება;
  • მომწოდებლის შერჩევა ოპტიმალური ფასისა და ხარისხის მიხედვით;
  • საჭიროების შემთხვევაში შეძენილი ტვირთის ადგილზე მოტანის უზრუნველყოფა;
  • ჩამოსული ტვირთების განბაჟება, საბუთების შემოწმება/გაფორმება და დასაწყობების უზრუნველყოფა;
  • შემოტანილი ტვირთის საკუთრების/რეჟიმის დადგენა-დასაბრუნებელი ტვირთის/საგნის დროებით რეჟიმში განსაკარგავად განბაჟება;
  • შესყიდულ საქონელზე ყველა საჭირო დოკუმენტაციის მიწოდება ფინანსური დეპარტამენტისთვის;
  • შესყიდვებისა და მოთხოვნების სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და ანგარიშის მომზადება;
  • იმპორტის საბაჟო დეკლარირებისთვის დოკუმენტების მომზადება;
  • მომწოდებლებთან ბალანსის წარმოება და დავალიანების შესახებ ბუღალტერიისთვის ინფორმაციის მიწოდება;
  • მიღებული ტვირთების დოკუმენტაციის მოწესრიგება, პროგრამული ასახვა და ბუღალტერიისთვის ჩაბარება.

ძირითადი მოთხოვნები:
  • ბაკალავრის ხარისხი (სასურველია მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტში, ლოჯისტიკაში, ბიზნესის ადმინისტრირებაში, ან მასთან დაკავშირებულ სფეროში.
  • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება შესყიდვების მიმართულებით, აქედან მინიმუმ 1 წლიანი სამშენებლო ინდუსტრიაში.
  • შესყიდვების სტრატეგიების, მიწოდების ჯაჭვის და ლოგისტიკური ოპერაციების ცოდნა.
  • შესყიდვების პროგრამული უზრუნველყოფის და ინსტრუმენტების ცოდნა
  • ინგლისური B2 დონე.

გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი რეზიუმე ატვირთოთ ბმულზე:

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადის შემოტანით, თქვენ აცხადებთ თანხმობას "მეტტა"-ს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე და/ან მათი იმ ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია თანამშრომლობს შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე/განაცხადი შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა, უფრო რელევანტური ვაკანსიისათვის. გამოგზავნილი რეზიუმე/განაცხადი შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში.

შესყიდვები
შესყიდვების მენეჯერი
ნახვები 11
უნიკალური ნახვები 10