დღეს - 20 დეკ
სტანდარტი
დირექტორის/დამფუძნებლის თანაშემწე
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2-დან 5 წლამდე
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: HR@bsp.com.ge
კომპანია „ბლექ სი პეტროლიუმი“ აცხადებს ვაკანსიას აღმასრულებელი დირექტორის/დამფუძნებლის თანაშემწის პოზიციაზე.
„ბლექ სი პეტროლიუმი“ საქართველოში პირველ სრული ციკლის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა. ამ ეტაპზე შპს „ბლექ სი პეტროლიუმი“ სოფელ ყულევში ახორციელებს ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას, რომლის სატესტო რეჟიმში გაშვება იგეგმება 2025 წლიდან. „ბლექ სი პეტროლიუმი“ აქტიური დამსაქმებელია საქართველოს შრომით ბაზარზე და აქტიურად ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე.
ჩვენ ვეძებთ ორგანიზებულ, პროაქტიულ და დეტალებზე ორიენტირებულ აღმასრულებელი დირექტორის/დამფუძნებლის თანაშემწეს. აღმასრულებელი დირექტორის/დამფუძნებლის თანაშემწე გადამწყვეტ როლს შეასრულებს ყოველდღიური განრიგის, კომუნიკაციებისა და სტრატეგიული ინიციატივების მართვაში. ის იმოქმედებს როგორც მთავარი დამაკავშირებელი რგოლი აღმასრულებელ დირექტორსა და შიდა/გარე დაინტერესებულ მხარეებს შორის, მართავს მაღალი პრიორიტეტის ამოცანებს, კოორდინაციას გაუწევს კომპლექსურ პროექტებს და უზრუნველვყოფს უწყვეტ ოპერაციებს.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
ძირითადი მოვალეობები:
- აღმასრულებელი დირექტორის/დამფუძნებლის კალენდარის მართვა, დღის წესრიგის წარმოება, დისტანციური და ფიზიკური შეხვედრების ორგანიზება;
- სტუმრების დახვედრის ორგანიზება - მიღება და გამასპინძლება;
- აღმასრულებელი დირექტორის/დამფუძნებლის საქმიანობის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
- ხელმძღვანელის მხრიდან ადმინისტრაციულ, საოპერაციო ნაწილში და სხვა დელეგირებულ საკითხებში ჩართულობა და მათი შესრულება, კომპანიის სხვა რგოლებთან იურისტთან, ბუღალტერთან, სხვადასხვა რგოლის მენეჯერებთან და თანამშრომლებთან საკითხების კოორდინაცია;
- აღმასრულებელი დირექტორის/დამფუძნებლის ყოველდღიური საქმიანი საკითხების (Task-ების) შედგენა და კონტროლი;
- შემომავალი და გამავალი კორესპონდენციის, ელ-ფოსტაზე შემოსული წერილების მართვა და მონიტორინგი;
- პროექტების, ვადების კონტროლის და დაინტერესებული მხარეების ინფორმირებულობის უზრუნველყოფა;
- დასაქმების სააგენტოებთან ურთიერთობა და კომპანიისთვის საჭირო კადრების მოძიების უზრუველყოფა;
- კონფიდენციალური დოკუმენტების, პრეზენტაციებისა და ანგარიშების შედგენა;
- კომპანიის ღონისძიებების, კონფერენციებისა და შეხვედრების ორგანიზება და კოორდინაცია.
- აღმასრულებელი დირექტორის/დამფუძნებლის მითითებით კონტრაქტორებსა და თანამშრომლებს შორს კომუნიკაციის წარმოება;
- სამივლინებო საკითხების ორგანიზება: ავია ბილეთების შეძენის, სასტუმროს დაჯავშნის და ტრანსფერების ორგანიზება;
- აღმასრულებელი დირექტორის/დამფუძნებლის კვების საკითხის უზრუნველყოფა;
- დამფუძნებლების უშუალო დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება;
- 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება უმაღლესი მენეჯმენტის თანაშემწის პოზიციაზე
- MS Office პროგრამების ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარები:
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიონტირებულობა;
- სკურპულიოზურობა;
- პუნქტუალურობა;
- პრობლემების გადაჭრის გზების მოძების უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- დროის მენეჯმენტი.
ეთიკის ნორმები:
- კონფიდენციალურის დაცვა;
- სუბორდინაციის დაცვა;
- კორპორატიული ჩაცმულობის/დრეს კოდის დაცვა;
- კორპორატიული წესების დაცვა.
მისამართი: ქ.თბილისი, ჭაბუა ამირეჯიბის N2 (მზიურის ბიზნეს ცენტრი)
სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 10:00 – 19:00 საათი
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ 2024 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე : HR@bsp.com.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
გისურვებთ წარმატებას!
ადმინისტრაცია
ადმინისტრაციული თანაშემწე
ნახვები 38
უნიკალური ნახვები 36