19 დეკ - 31 დეკ
სტარტი
ბუღალტერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
კომპანია "ციტადელი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე ქ.თბილისში

კომპანია "ციტადელი" 2011 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო მასალების ბაზარზე. იგი მომხმარებელს სთავაზობს ფუნდამენტური მშენებლობისთვის საჭირო მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: საყალიბე, ჰიდროსაიზოლაციო, თერმო და ხმის საიზოლაციო სისტემებს, სამშენებლო ტექნიკას და სხვა.

კომპანია თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა: დანიური კომპანიები" "Rockwool" და "Paroc", გერმანული კომპანიები: "Peri", Liebherr" და " Kreisel", ფრანგული კომპანია "Icopal" და სხვა.
კომპანია "ციტადელი" აერთიანებს სავაჭრო სივრცეებსა და საბითუმო ბაზებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.
კომპანია "ციტადელი"-ს ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.citadeli.com
"ციტადელი" აქტიური დამსაქმებელია საქართველოს შრომით ბაზარზე და აქტიურად ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • განსხვავებულ და კონკურენტულ სახელფასო დანამატებს;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიის სააღრიცხო პოლიტიკის მიხედვით ოპერაციების აღრიცხვა,კლასიფიკაცია და პროგრამული გატარება,დამუშავება;
  • თვის დახურვის პროცესში მონაწილეობა;
  • ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია;
  • ძირითადი საშუალებების მოძრაობის აღრიცხვა, პროგრამული ასახვა, კონტროლი;
  • პერიოდულ ინვენტარიზაციაში მონაწილეობა;
  • სალაროს ოპერაციების ბუღალტრული გატარებები, სალაროს ნაშთის კონტროლი;
  • საბანკო ოპერაციების პროგრამული გატარებები;
  • საშემოსავლო დეკლარაციის მომზადება, ასახვა (ფიზიკურ, ი/მ გადახდილი თანხების) კონტროლი;
  • კომპანიის საბუღალტრო პოლიტიკიდან გამომდინარე, სხვადასხვა საბუღალტრო ოპერაციებში მონაწილეობა;
  • იმ ფუნქცია-მოვალეობების შესრულება, რაც კონკრეტულად არ არის გაწერილი მოცემული პუნქტით, თუმცა არსობრივად დაკავშირებულია დასაქმებულის უფლება-მოვალეობებთან და თანამდებობრივად მის დაქვემდებარებაში მყოფ საკითხს მიეკუთვნება.

ძირითადი მოთხოვნები:
  • აუცილებელია ბუღალტრად ან დამხმარე ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების (MS office Word, Excel, PowerPoint) ცოდნა;
  • საბუღალტრო პროგრამების ცოდნა (Fina).
  • ბუღალტერიის თანამედროვე სტანდარტების ცოდნა.
  • პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები
  • კომუნიკაბელური;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ორაგანიზებული;
  • ოპერატიული;
  • განვითარებაზე ორიენტირებული;
  • მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული.

სამუშაო გრაფიკი: სრული.
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@citadeli.com და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!
ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერი (ზოგადი)
ნახვები 209
უნიკალური ნახვები 203