06 დეკ - 04 იან
კატეგორიის შესყიდვების სპეციალისტი/ავეჯი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის შესყიდვების სპეციალისტის (ავეჯი) პოზიციაზე, თბილისში.
კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000-ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით.
"გორგია" წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • თანამშრომლის ფასდაკლებას;
  • კვებას;
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • არსებული პორტფელის (სასაქონლო ჯგუფები) მართვა. ასორტიმენტის შესწავლა, მათი უპირატესობების განსაზღვრა;
  • არსებული და პოტენციური მომწოდებლების ბაზის შექმნა და მუდმივი განახლება (როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო);
  • კონკურენტების ანალიზი და პერიოდული კონტროლი (თვეში ერთხელ);
  • ახალი ბრენდების მოძიება/დამუშავება; პროდუქციის კატალოგის შექმნა-განახლება;
  • გაყიდვების ანალიტიკა და ნაშთების მონიტორინგი;
  • სააქციო პოზიციების დაგეგმვა;
  • შესყიდვების პროცესის განხორციელება არსებული სტანდარტის მიხედვით. შესყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
  • სამუშაო გამოცდილება მსგავს მიმართულებაზე მინიმუმ 1 წელი;
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა, სასურველია რუსული ენის ცოდნა;
  • Excel-ის კარგად ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ორგანიზებულობა;
  • მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პროექტის მართვის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ.ფოსტის მისამართზე: recruit@gorgia.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ეთანხმებით, რომ სასურველი პოზიციის დასაკავებლად თქვენი განცხადების განხილვის ეტაპზე, კომპანია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის დაცვით დაამუშავებს წარდგენილ
ინფორმაციას. აგრეთვე, გაქვთ უფლება მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება, გაქვთ
გაცნობისა და ასლის მიღების უფლება, თანხმობის გამოხმობის უფლება (თანხმობის გამოთხოვის უფლება შეზღუდულია იმ შემთხვევაში, თუ პირი დაინიშნება ვაკანტურ პოზიციაზე), გასაჩივრების უფლება (შეგიძლიათ მოგვმართოთ: info@gorgia.ge).
პირის ვაკანტურ პოზიციაზე შეუსაბამობის შემთხვევაში, მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია განადგურებულ იქნება უარყოფითი პასუხის მიღებიდან 3 (სამი) თვის ვადაში.წარმატებებს გისურვებთ!
შესყიდვები
შესყიდვების მენეჯერი
ნახვები 27
უნიკალური ნახვები 25