დღეს - 10 იან
სტანდარტი
ადგილობრივი შესყიდვების მენეჯერი
თბილისი, ვარკეთილი, თვალჭრელიძის ქ.
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@gsmservice.ge
კომპანია "გსმ სერვისი" 2019 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს სათადარიგო ნაწილებით ვაჭრობა და ავტო/ტექ მომსახურეობა როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვარკეთილი, თვალჭრელიძის მე-4 შესახვევი, #5
სამუშაო განაკვეთი: სტანდარტული;
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.
კომპანია "გსმ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას - ადგილობრივი შესყიდვების მენეჯერი პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სათადარიგო ნაწილების იდენტიფიკაცია და სერვისის მოთხოვნების მიხედვით საჭირო სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფა ადგილობრივ ბაზარზე;
- საწყობისთვის ავტოსათადარიგო ნაწილების შეკვეთა,პროგრამულად მიღება“ნაშთში აყვანა“ და გაწერა;
- სერვისის მენეჯერებთან მჭირდო კომუნიკაცია სერვისის სხვა მოთხოვნებზე რეაგირების მიზნით;
- კომპანიის ძირითად სამუშაო ხელშეკრულებებთან დაკავშირებული ტიპის შესყიდვების გეგმის შედგენა, გეგმის პერიოდული რევიზია და საჭიროების შემთხვევებში მისი კორექტირება;
- გეგმის მიხედვით განსაზღვრული შესყიდვების წარმოება და ბიუჯეტის კონტროლი;
- მომწოდებლების მოძიება, საუკეთესო მომწოდებლების შერჩევა და სხვადასხვა დასახელების საქონლის/მომსახურების შესყიდვის უზრუნველყოფა კომპანიისათვის საუკეთესო პირობების მისაღებად;
- შესყიდვებთან დაკავშირებული საბუთების მოწესრიგება/შენახვა, მათ შორის ელექტრონული ვერსიების შენახვა - არქივარიზაცია;
- მიღებული პროდუქციის ზედნადებების დადასტურება/პროგრამული ასახვა, მიღებული პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
- მომწოდებელთა ბაზის წარმოება და პერიოდული განახლება;
- სასაწყობე მარაგებიდან გამომდინარე დეფიციტური სათადარიგო ნაწილების სტოკის შევსება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- რომელიმე ERP პროგრამის ცოდნა (მუშაობის გამოცდილება) ჩაითვლება უპირატესობას;
- საოფისე პროგრამების (MS Office) და Excel პროგრამის ცოდნა;
- ინგლისური/რუსული ენის ცოდნა
პიროვნული თვისებები:
- პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- სტრესულ გარემოში და შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი;
- ცვლილებთან შეგუების უნარი
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ ქართულ ენაზე CV მისამართზე: hr@gsmservice.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება
შესყიდვები
შესყიდვების მენეჯერი
ნახვები 106
უნიკალური ნახვები 100