- სრული განაკვეთი
- 3000 - 4500
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
- ინგლისური
თბილისი მედიკი არის საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი კონტრიბუტორი სამედიცინო პროდუქციის დისტრიბუციასა და მომსახურებაში. კომპანია გამოირჩევა სამედიცინო პროდუქციის მრავალფეროვანი სპექტრით, რომელიც დაყოფილია სხვადასხვა ფოკუსირებულ მიმართულებებად. კომპანიის კორპორატიული სტრატეგია გადამწყვეტ როლს თამაშობს საქართველოში ჯანდაცვის სექტორის საერთაშორისო სტანდარტებით წინსვლასა და განვითარებაში.
ეს თბილისი მედიკია - ადგილი, სადაც გუნდური მიზნები და პასუხისმგებლობა გვაერთიანებს!
ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და საუკეთესო მომსახურების შეთავაზების იდეაზე შეყვარებული ადამიანები, რომლებიც ქმნიან გუნდურ სამუშაო გარემოს.
ამ გარემოში კი, ვეძებთ სამედიცინო აპარატურის მიმართულებით პროდუქტის მფლობელს (PO).
იხ. ვიდეორგოლი ჩვენს ვაკანსიაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად - https://www.loom.com/share/6815b6a3d27245078ded34ddd9234296
თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:
- ოთახში არსებული პროდუქტის/პროდუქტების/მიმართულების განვითარება;
- ახალი პროდუქციის, სეგმენტის და ზოგადად ორგანიზაციისთვის დამატებითი ღირებულების წყაროების გაჩენა და მათი განვითარება;
- პროდუქტის ჭრილში წლიური და კვარტალური ბიუჯეტების დაგეგმვა, შესრულების მონიტორინგი;
- ბაზრის კვლევა და ანალიზი; ტრენდების, კონკურენტებისა და ბაზრის საჭიროებების გამოვლენა;
- პროდუქტის მიმართ მომხმარებლების მოთხოვნებისა და საჭიროებების განსაზღვრა, პროდუქტის სასარგებლო სპეციფიკაციების დადგენა, ადეკვატური საფასო პოლიტიკის შემუშავება;
- საერთაშორისო შესყიდვების განხორციელება და მოლაპარაკებების წარმოება დამოუკიდებლად;
თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:
- უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების / მედიცინის მიმართულებით;
- სამუშაო გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლისა;
- სამუშაო გამოცდილება კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესად;
- სამუშაო გამოცდილება სამედიცინო შესყიდვების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესად;
- აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office)
- აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა
მაშინ სწორ ადგილას მოხვდი, რადგან თბილისი მედიკში დაგხვდება: პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო; „Agile“ სტრუქტურაში, პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა; სამედიცინო დაზღვევა; სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30 – 18:00 სთ
- შრომითი ანაზღაურება: ფიქსირებული 3000-4500
- ადგილმდებარეობა: ლუბლიანას 28ა
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: HR@tbilisimedic.ge