11 დეკ - 10 იან
სახელმწიფო შესყიდვების სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1375
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
გაბრიაძის თეატრი აცხადებს ვაკანსიას სახელმწიფო შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული.
ყოველთვიური ანაზღაურება: დარიცხული 1375 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:
  • შესყიდვების გეგმის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
  • საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება და ხელშეკრულების მომზადება;
  • გაფორმებული ხელშეკრულებების რეესტრის წარმოება;
  • ხელშეკრულების შესრულების ვადების კონტროლი;
  • მიმწოდებლებთან კომუნიკაცია შესყიდვების პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზე;
  • სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტაციის ატვირთვა
  • შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში;
  • სატენდერო პროცედურების უზრუნველყოფა;
  • ბაზრის კვლევა;
  • სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა საქმიანობების განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • „საჯარო შესყიდვების შესახებ“ კანონის და კანონქვემდებარე აქტების ცოდნა;
  • სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • სავალდებულოა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სერტიფიკატი - სასწავლო მოდული "სახელმწიფო შესყიდვების კურსი".

პიროვნული თვისებები/უნარები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: theatre@gabriadze.com 2024 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით .

გთხოვთ გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმეს მითითებულ ელ ფოსტაზე გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას ან/და დამუშავდეს. შეგროვებული პერსონალური მონაცემები კონფიდენციალურია და არ ხორციელდება მათი გადაცემა მესამე პირებისათვის, გარდა კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.

შესყიდვები
შესყიდვების მენეჯერი
ნახვები 81
უნიკალური ნახვები 78