12 დეკ - 26 დეკ
ტენდერ - საანესთეზიო აპარატების შესყიდვა
თბილისი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 577 27 47 14
შპს „ავერსის კლინიკა“ აცხადებს ტენდერს საანესთეზიო აპარატების შესყიდვის თაობაზე

ლოტი #1 -საანესთეზიო აპარატი - დანართში #1.1.
ლოტი #2 -საანესთეზიო აპარატი ნეონატალური ფუნქციით - დანართში #1.2
აფიდავიტი მოცემულია დანართში #2;
ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ პირთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი
მოცემულია დანართში №3;
შენიშვნა: პრეტედენტს შეუძლია შემოთავაზება წარადგინოს ყველა ლოტზე ერთად ან ცალ-ცალკე
დაინტერესებულმა კანდიდატმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:
  • აპარატის დასახელება, ფასი, ტექნიკური მახასიათებლები (პარამეტრები), რომლებიც წარმოდგენილ უნდა
  • იქნას წინამდებარე განცხადებაზე დართული ფორმის შესაბამისად
  • მისაწოდებელი აპარატის ღირებულება* (ღირებულება მითითებული უნდა იყოს საქართველოს
  • კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით), რომელშიც ასევე გათვალისწინებულ
  • უნდა იქნას მიწოდების ადგილამდე ტრანსპორტირების ღირებულებაც;
  • ღირებულების გადახდის პირობა;
  • მიწოდების ვადა;
  • საგარანტიო პირობები, ვადა; საგარანტიო პერიოდში ნაკლის გამოსწორების ვადა;
  • სერვისული მომსახურების პირობები;
  • აპარატის წარმოშობის ქვეყანა;

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში, ავანსის შემთხვევაში, მოეთხოვება წარადგინოს შემსყიდველისათვის მისაღები ბანკიდან/სადაზღვევო კომპანიიდან გარანტიის წარმოდგენა – საავანსო თანხის ღირებულების ოდენობით.
ტენდერში მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონული სისტემის eTenders.ge–ს საშუალებით, 2024 წლის 26 დეკემბერს, 15:00 სთ–მდე უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
  • პრეტენდენტის რეკვიზიტები: კომპანიის საიდენტიფიკაციო ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი და საკონტაქტო
  • ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, საბანკო რეკვიზიტები;
  • სრულყოფილად შევსებული ტექნიკური მახასიათებლების შემცველი ფორმა - დანართი#1 აუცილებლად უნდა
  • იყოს წარმოდგენილი, „ექსელის“ ფორმატში.
  • პროსპექტი ( ელ. ვერსია)
  • ხელმოწერილი აფიდავიტი დანართის №2 სახით;
  • ბოლო ორი წლის განმავლობაში, პრეტენდენტის მიერ მიწოდებული ანალოგიური აღჭურვილობის სია და ორი
  • შემსყიდველი პირის რეკომენდაცია;

წარმოდგენილი დოკუმენტაცია ხელმოწერილ უნდა იქნას პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ.

პრეტედენტს, მყიდველის მოთხოვნით შესაძლებელია დამატებით მოეთხოვოს შემდეგი დოკუმენტაციის
წარმოდგენა:
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან პირის
  • რეგისტრაციის შესახებ (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 დღე);
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია
  • ან ლიკვიდაცია (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 დღე);
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი
  • შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 7 დღე);
  • საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა (დადასტურებული სველი ბეჭდით და ხელმოწერით) კომპანიის
  • რეკვიზიტების შესახებ;

შენიშვნა: პრეტენდენტს, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული შპს „ავერსის კლინიკა“–ს მიერ ბოლო 2 თვის განმავლობაში ჩატარებულ ტენდერში და წარმოდგენილი აქვს ზემოაღნიშნული საბუთები, არ ევალება მოცემულ ტენდერში მონაწილეობისათვის დამატებით წარმოადგინოს მითითებული დოკუმენტაცია, გარდა პრეტენდენტის მიერ მიწოდებული ანალოგიური საქონლის სიის, არანაკლებ ორი შემსყიდველი პირის რეკომენდაციისა, აფიდავიტისა, დანართის #1 და კატალოგისა. წინამდებარე გამონაკლისი არ ვრცელდება იმ პრეტენდენტზე, რომლის მონაცემებშიც შევიდა ცვლილება მითითებული პერიოდის განმავლობაში. მყიდველის მოთხოვნით, ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე, პრეტენდენტებს ასევე შესაძლებელია მოეთხოვოთ სხვა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა. სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.

შენიშვნა: ტენდერი ტარდება "1 კონვერტის პრინციპით", რომელიც არ ითვალისწინებს ვაჭრობის ეტაპს შესაბამისად, პრეტედენტ(ებ)ის მიერ სატენდერო განცხადებაში უნდა მიეთითოს მათ მიერ მოწოდებული საქონლის საბოლოო ღირებულება.
წინამდებარე ტენდერის საფუძველზე პრეტედენტ(ებ)ის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განხილულ იქნება მხოლოდ წინამდებარე ტენდერის ფარგლებში. ამასთან, წინამდებარე სატენდერო განცხადების საფუძველზე პრეტედენტ(ებ)ის მიერ სატენდერო წინადადების (შესაბამისი დოკუმენტაციისა და მათ შორის პერსონალური მონაცემების) წარმოდგენა ადასტურებს პრეტედენტ(ებ)ის თანხმობას აღნიშნული პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს:

1. დავით ედიშერაშვილი
„ავერსის კლინიკა“-ს სამედიცინო ტექნიკისა და ტექნოლოგიების
სამსახურის ხელმძღვანელი
ტელ: +995 577 27 47 14
ელ.ფოსტა: dato.edisherashvili@aversi.ge;

2. ანი მამუჩიშვილი
„ავერსის კლინიკა“-ს შესყიდვების სამსახურის უფროსი
ტელ: +995 577 21 77 99
ელ.ფოსტა: ani.mamuchishvili@aversi.ge
ტენდერი/კონკურსი
ტენდერი
ნახვები 8
უნიკალური ნახვები 8