13 დეკ - 27 დეკ
სტანდარტი
ბუღალტერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@psp.ge
კომპანია „პსპ ფარმა“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები
- სასაქონლო ზედნადებების და საფ-ების ატვირთვა ელექტრონულ საიტზე rs.ge;
- რს-ზე მიღებული ზედნადებების, საფ-ების და სხვა შესაბამისი პირველადი დოკუმენტების ბუღალტრული დამუშავება;
- საბაჟოზე წარმოშობილი გადასახადების და მოსაკრებლების ორისში დამუშავება და შედარება რს-თან;
- საქონლისა და მომსახურების მომწოდებლისგან მიღებული დოკუმენტაციის მოძიება, დაკომპლექტება, რს-თან შესაბამისობის დადგენა და დამუშავება
- ანგარიშსწორება კონტრაგენტებთან, ურთიერთშედარებები კონტრაგენტებთან;
- საბუღალტრო დოკუმენტაციის შენახვა და მომზადება არქივში გადასაცემად შესაბამისი წესით;
- იჯარების აღრიცხვა, მათი სტატუსების შემოწმება,დასაკავებელი თანხების განსაზღვრა,შესაბამისი საფ-ების დადასტურება და გატარება საბუღალტრო პროგრამაში
- საბუღალტრო დოკუმენტაციის შენახვა და მომზადება არქივში გადასაცემად შესაბამისი წესით;
- ფინანსური დეპარტამენტისათვის სავალდებულო რეპორტების მომზადება;
- ანგარიშვალდებული პირების ბარათების წარმოება
- მივლინებების გაანგარიშება და დარიცხვა
- ტრენინგებზე დასწრება და თვითგანვითარებაზე ზრუნვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება: სასურველია, ფინანსების ან ეკონომიური მიმართულებით;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- ორგანიზებულობა;
- სიზუსტე, აკურატულობა;
- თავაზიანობა და დელიკატურობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@psp.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 27 დეკემბერი.
ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერი (ზოგადი)
ნახვები 193
უნიკალური ნახვები 183