21 დეკ - 10 იან
სტანდარტი
ტალანტების მოზიდვისა და შერჩევის მენეჯერი
თბილისი, საბურთალო, უნივერსიტეტის ქ.
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: career@connect.com.ge
ნავთობკომპანია „ქონექთი“ 2014 წლიდან ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე და ამ ეტაპზე წარმოადგენს 130-მდე ობიექტს ქვეყნის მასშტაბით. კომპანია მზარდი ტემპით ვითარდება და აერთიანებს 800-ზე მეტ თანამშრომელს.
“ქონექთი“ აცხადებს ვაკანსიას ტალანტების მოზიდვისა და შერჩევის მენეჯერის პოზიციაზე ადამიანური კაპიტალის მართვის გუნდში.
სამუშაო პირობები:
- ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. #8;
- გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 – 19:00 სთ;
- ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ტალანტების მოზიდვა, შერჩევა-დაქირავების სრული პროცესის მართვა;
- სელექციის ეტაპების განსაზღვრაში მონაწილეობა;
- ვაკანსიის ტექსტების შექმნა და სხვადასხვა პლატფორმებზე განთავსება;
- კომპანიაში არსებული ვაკანსიებისათვის სხვადასხვა რეკრუტირების არხების მოძიება;
- კანდიდატებთან შერჩევის სხვადასხვა ეტაპის (CV-ების გადარჩევა, გასაუბრება, ტესტირება) დაგეგმვა და განხორციელება;
- აპლიკანტთა შესახებ საბოლოო ანგარიშის მომზადება;
- Short List-ის კანდიდატების წარდგენა დეპარტამენტის/განყოფილების ხელმძღვანელებთან;
- კანდიდატების ბაზების წარმოება;
- საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა სახის რეპორტების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, სოციალური მეცნიერებების ან ადამიანური კაპიტალის მართვის მიმართულებით;
- აუცილებელია მსგავს პოზიციაზე, შერჩევის მიმართულებით მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- უპირატესობა მიენიჭება საცალო ვაჭრობის ან HoReCa სფეროებში წინა ხაზის თანამშრომლების შერჩევაში გამოცდილებას (Mass Recruitment);
- გუნდის მართვის გამოცდილება.
პიროვნული კომპეტენციები და უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი (ვერბალური, არავერბალური);
- შედეგზე ორიენტირებული;
- ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
- განსაზღვრულ ვადებში ეფექტურად მუშაობის უნარი;
- გუნდის მართვისა და მოტივირების უნარი;
- დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- HRMS სისტემებთან მუშაობის ტექნიკური უნარები;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: career@connect.com.ge 2025 წლის 10 იანვრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 6 თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
წარმატებებს გისურვებთ!
ადამიანური რესურსები
HR მენეჯერი
ნახვები 217
უნიკალური ნახვები 208