23 დეკ - 21 იან
ვიპ
ბილინგის მენეჯერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- ინგლისური
"ორკინი საქართველო" გეპატიჟებათ კარიერის შესაქმნელად კომერციული/სამომხმარებლო ინდუსტრიაში ბილინგის მენეჯერის პოზიციის კანდიდატურაზე.
ორკინი საქართველო (შპს სამომხმარებლო მომსახურება) წარმოადგენს წამყვან მულტინაციონალურ ჯგუფს Orkin International-ს, რომელიც მსოფლიოს 80 ქვეყანაში ემსახურება ბიზნესსა და ფიზიკურ პირებს მავნებლის პრევენციის და კონტროლის მიმართულებით (დერატიზაცია-დეზინსექცია-დეზინფექცია და დაკავშირებული სხვა სპეციალიზებული მომსახურება). https://www.orkin.com https://www.orkinglobal.com/ https://www.orkin.ge
პირობები და სხვა დეტალები:
გრაფიკი: სრული განაკვეთი, სტანდარტული განაკვეთი
ანაზღაურება/პირობები: გასაუბრების მიხედვით, გამოცდილებასთან შესაბამისი
ხელფასის გარდა თანამშრომელი სარგებლობს დამატებითი სტანდარტული ბენეფიტებით შექმენით ან განაახლეთ რეზიუმე და გამოცდილება გლობალურ ბრენდებთან და გამოცდილ ინვესტორებთან თანამშრომლობით.
სამუშაო აღწერილობა, როლი და პასუხისმგებლობები:
ზედამხედველობა გაუწიოს და მართოს ბილინგისა და ინვოისინგის პროცესები, პროცედურები და სისტემები
- აკონტროლოს მონაცემების ხარისხი და სიზუსტე
- აკონტროლოს და მართოს დებიტორული დავალიანების მართვის პროცესები
- უხელმძღვანელოს სამსახურის გუნდის სპეციალისტებს და საჭიროებისამებრ მხარი დაუჭიროს მათ
- დაატრენინგოს ბილინგის გუნდის სპეციალისტები და გააცნოს სიახლეები ბილინგის პროცედურებთან დაკავშირებით
- მუდმივად განავითაროს და გაამარტივოს ბილინგის პოლიტიკა და პროცედურები, დარგის საუკეთესო პარქტიკის, კომპანიისა და კანონის მოთხოვნებთან შესაბამისად
- აღმოაჩინოს ბილინგის ეფექტურობისა და სიზუსტის გაუმჯობესების შესაძლებლობები და განსაზღვროს სტრატეგიები და ნაბიჯები ამ მიზნების მისაღწევად
- მუდმივად აკონტროლოს ბილინგის შიდა პროცედურები, იმისთვის რომ გააუმჯობესოს და დახვეწოს მათი ეფექტიანობა და პროდუქტიულობა
- ითანამშრომლოს სხვა დეპარტამენტებთან, როგორიცაა ფინანსები, მომხმარებელთა მომსახურება CRM, რომ უზრუნველყოფილი იყოს ბილინგის ეფექტურობა, სისწრაფე და სიმარტივე
- უპასუხოს ბილინგთან დაკავშირებულ კითხვებს სხვა კოლეგების მხრიდან (დირექტორები, CRM, ფინანსები, ბუღალტერია, სხვა) და საჭიროების შემთხვევაში მოაგვაროს პრობლემები
- უზრუნველყოს ბილინგის პროცესებში სიახლეების მოკვლევა და კომპანიისთვის საჭირო სიახლეების დანერგვა და ოპტიმიზაცია
- მოამზადოს და წარუდგინოს ანგარიშსწორების რეპორტი და ანალიზი დირექტორებს
- პერიოდულად, საჭიროების შემთხვევაში ჩაანაცვლოს იგივე დეპარტამენტის უფროსი და უმცროსი სპეციალისტები
- პირაპირი ანგარიშვალებულება იქნება კომპანიის გენ. დირექტორთან
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველი, უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით
- სასურველია 1-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება იგივე ან მსგავსი მიმართულებით
- სასურველია ზოგადი გამოცდილება საოპერაციო და ადმინისტრაციული დატვირთვის როლში
- აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა B1-B2 დონეზე
- აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა
- სასურველია Billing/Invoicing პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება
პიროვნული და ხასიათობრივი მახასიათებლები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კვალიფიკაცია!
- ინტერესი და ცნობისმოყვარეობა აუცილებელია; ასევე ინიციატივა, ინიციატივა და ინიციატივა
- პედანტი უნდა იყოს, ყურადღებიანი და ორგანიზებული საბუთებთან, სისტემებთან და ადამიანებთან ურთიერთობაში;
- გააჩნდეს ანალიტიკური აზროვნების უნარი (ბიზნეს-პროცესების ანალიზი)
- უნდა შეეძლოს კოლეგებთან კოლექტიური მუშაობა, გაუმკლავდეს ძალაუნებურად წარმოშობილ კონფლიქტებს და იყოს ორგანიზაციის და ბრენდის გულშემატკივარი
- უნდა აკონტროლოს საკუთარი დღის წესრიგი და დისციპლინით მოექცეს მიმდინარე ამოცანებს
- კანდიდატი სასურველია, იმედითა, ინტერესით და ენთუზიაზმით უდგებოდეს სამსახურს, უნდა აინტერესებდეს მომსახურების სფერო და ფართო საზოგადოებისთვის საქმიანი სიკეთის/დოვლათის შექმნის ცხოვრების სტილი
- საჭიროა რომ ახალ დარგს და ახალ ტექნიკურ სპეციალობას აუღოს ალღო, უნდოდეს რომ მოისმინოს, გააუმჯობესოს და ისწავლოს დღითი დღე.
- კანდიდატს უნდა გააჩნდეს თვით-მოტივაციის უნარი, პასუხისმგებლობის შეგრძნება და დროის განრიგის შეგრძნება
- კანდიდატს უნდა შეეძლოს სამართლიანი შენიშვნის მიღება, სამართლიანი საყვედურის მოსმენა და შემდეგ ნამუშევრის გაუმჯობესება შენიშვნის თუ საყვედურის შესაბამისად;
- აუცილებელია, რომ კანდიდატს სურვილი და ამბიცია, რომ არ მოცდეს სამუშაო დროის განმავლობაში
- მუდმივად ეცადოს დეტალების გამოძიება და სიზუსტის დაცვა. არ დაიზაროს დეტალების გადამოწმება და აუცილებელ რუტინასთან გამკლავება.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე და გამოგვიგზავნოთ რეზიუმე/CV https://wrk.ge/260NyGgy0k .
ბუღალტერია/ფინანსები
ფინანსები(ზოგადი)
ნახვები 96
უნიკალური ნახვები 90