შემდეგი
დღეს - 07 თებ
ქოლ-ცენტრის ოპერატორი
თბილისი, საბურთალო, იოსებიძის ქ.
- სრული განაკვეთი
- 800
- ბაკალავრი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- რუსული,ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@palitra.ge
“პალიტრა ჰოლდინგი“ აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ქოლცენტრში შემომავალი ზარების ოპერირება;
- მომხმარებლისთვის კვალიფიციური დახმარების გაწევა;
- ზარების სპეციალურ პროგრამაში სრულყოფილად და უშეცდომოდ აღრიცხვა;
- პრეტენზიული ზარების იდენტიფიცირება და მოგვარებული პრობლემების სტატუსების მართვა;
- გამავალი ზარების სხვადასხვა სატელეფონო პროექტში მონაწილეობის მიღება; მიღებული ინფორმაციის სრულყოფილი ელექტრონული აღრიცხვა;
- თანამდებობრივი ინსტრუქციისა (გაიდლაინის) და სამუშაო გრაფიკის ზედმიწევნით დაცვა;
- სხვა, კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავავლებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები:
- პუნქტუალურობა;
- კომუნიკაციის კარგი უნარი;
- პასუხისმგელობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალების მიმართ ყურადღება;
- კლიენტზე ორიენტირებულობა.
სამუშაო გრაფიკი: სრული, ჰიბრიდული;
ადგილმდებარეობა: იოსებიძის ქ.#49;
ანაზღაურება: 800 ლარი.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 9 თებერვალი
გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@palitra.ge Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: vacancy@palitra.ge
გისურვებთ წარმატებას!
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: vacancy@palitra.ge
გისურვებთ წარმატებას!
ადმინისტრაცია
ქოლ ცენტრის ოპერატორი
ნახვები 28
უნიკალური ნახვები 28