- სრული განაკვეთი
- გამოცდილება აუცილებელია
ევროპული სამედიცინო ლაბორატორიების ქსელი საქართველოში „სინევო საქართველო“ აცხადებს ვაკანსიას ქოლ - ცენტრის ოპერატორის თანამდებობაზე
ლოკაცია: ქ.თბილისი, წინანდლის ქ. N9
სამუშაო განრიგი:
ორშაბათი და შაბათი: 08:30 საათიდან - 22:00 საათამდე
სამშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი: 15:00 საათიდან - 22:00 საათამდე
(ოთხშაბათი და კვირა - დასვენების დღეები)
სინევოში თქვენ დაგხვდებათ:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- Fitpass
- თიმბილდინგი
- მზარდი შრომითი ანაზღაურება
- ჯანსაღი სამუშაო გარემო
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- შემოსული ზარების მიღება და გამავალი ზარების განხორციელება **კომპეტენციის ფარგლებში, სატელეფონო საუბრისას, პაციენტისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება
- პაციენტის მონაცემების გადამოწმება პროგრამაში და სრულყოფილი ინფორმაციის გაზიარება
- პაციენტისთვის სასურველი დროის შერჩევა გამოკვლევისთვის და ვიზიტის ჩანიშვნა
- სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით, პაციენტის გეგმიურ და მეორად კვლევებზე მოწვევა
- საჭიროებისამებრ, უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, კომპეტენციიდან გამომდინარე, სხვა დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება
- რუსული ან/და ინგლისური ენების B2 დონეზე ცოდნა
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლიანობა
- კეთილსინდისიერება
- დაგეგმვა და ორგანიზება
- წერითი კომუნიკაცია
- შედეგზე ორიენტირება
- პუნქტუალურობა
- კოლეგიალობა
დაინტერესებულ პირებს, რომელთა კვალიფიკაცია შეესაბამება ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ინგლისურ ან/და ქართულ ენაზე, marketinghr@synevo.ge გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
"სინევოში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "სინევოს" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
„სინევო" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.