დღეს - 07 თებ
სტანდარტი
გენერალური დირექტორის თანაშემწე
რუსთავი, უცნობია
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
- ქართული,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: recruitment24@hh.ge
HH Recruitment (www.HH.ge) ეძებს კანდიდატს, გენერალური დირექტორის თანაშემწის პოზიციაზე რუსთავში.
ძირითადი მოვალეობები:
ძირითადი მოთხოვნები:
ძირითადი მოვალეობები:
- გენერალური დირექტორის სხვადასხვა სახის შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
- დირექტორის დავალებით სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის მომზადება და საჭიროების შემთხვევაში გაგზავნა;
- დირექტორის წარმომადგენლობითი და სამივლინებო ხარჯების აღრიცხვა და ბუღალტერიისთვის გადაცემა;
- ორგანიზაციაში შემოსული კორესპონდენციის (წერილები) აღრიცხვა და ადრესატისთვის მიწოდების უზრუნველყოფა;
- ორგანიზაციიდან გამავალი კორესპონდენციის (წერილები) ვიზირების პროცესის კონტროლი, აღრიცხვა და ხელმოწერის შემდეგ მათი ადრესატამდე გაგზავნის უზრუნველყოფა;
- მიღება-ჩაბარების აქტების ვიზირების პროცესის კონტროლი და ხელმოწერის შემდეგ მათი ადრესატამდე გაგზავნის უზრუნველყოფა;
- დირექტორთან შესული დოკუმენტების ვიზირებასთან შესაბამისობის შემოწმება (წერილები, ბრძანებები, ხელშეკრულებები და ა.შ) და ხელმოწერის შემდეგ დანიშნულებისამებრ გადაგზავნა (შესაბამისი სამსახურებისთვის მიწოდება);
- დირექტორის დავალებით დოკუმენტაციის თარგმნა რუსულ/ინგლისურ ენაზე;
- ორგანიზაციაში ელ-ფოსტაზე შემოსული წერილების მონიტორინგი;
- ორგანიზაციის დირექტორის უშუალო დავალებების შესრულება;
- კომპანიის სტუმრებისთვის ავ.ბილეთების შეძენის ორგანიზება;
- კომპანიის სტუმრებისთვის სასტუმროს დაჯავშნის ორგანიზება;
- კომპანიის სტუმრებისთვის ტრანსფერის ორგანიზება;
- ორგანიზაციის სატელეფონო ზარების პასუხი და შესაბამის სამსახურებში გადამისამართება.
ძირითადი მოთხოვნები:
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება დირექტორის ასისტენტის, ოფის მენეჯერის, ან ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე;
- ბაკალავრის ხარისხი;
- MS Office -ის ცოდნა;
- აუცილებელია რუსულის მაღალ დონეზე ცოდნა
დამატებითი ინფორმაცია:
- სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 – 18:00;
- სამედიცინო დაზღვევა;
- კომპანია უზრუნველყოფს კვებას და გადაადგილებას.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV მეილზე: recruitment24@hh.ge
ადმინისტრაცია
ადმინისტრატორი,
რეცეფციონისტი,
ოფისის მენეჯმენტი,
პირადი ასისტენტი
სასტუმრო/რესტორანი/კვება
ადმინისტრატორი (HoReCa)
ნახვები 56
უნიკალური ნახვები 55